მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო ლაინერმა პორტი დატოვა | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო ლაინერმა პორტი დატოვა

მსოფლიოში ყველაზე მსხვილმა საკრუიზო ლაინერმა - Harmony of the Seas საფრანგეთის დასავლეთ სანაპირო დატოვა. იგი თავდაპირველად სატესტო კრუიზს სწორედ საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროზე შეასრულებს.

სენ-ნაზერის პორტში ათასობით ადამიანი შეიკრიბა უზარმაზარი 70 მეტრის სიმაღლის გემის სანახავად. ხომალდის აშენება 1 მილიარდი ევრო დაჯდა და იგი ამერიკულ კომპანია Royal Caribbean International-ის შეკვეთით შეიქმნა. როგორც ცნობილია, 120 000 ტონის მოცულობის ლაინერი აშშ-ში ორ თვეში ჩავა. Harmony of the Seas-ის სიგრძე 362 მეტრია, იგი 50 მეტრით გრძელია, ვიდრე "ეიფელის კოშკი".

ხომალდს ერთდროულად 6 000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ბორტზე მგზავრებს ეკიპაჟის 2 000 წევრი მოემსახურება.

myquiz