სოფელი, სადაც საშუალო ტემპერატურა იანვარში -50 გრადუსია | Allnews.Ge

სოფელი, სადაც საშუალო ტემპერატურა იანვარში -50 გრადუსია

იანვარში, იაკუტიის სოფელ ოიმიაკონში არსებული საშუალო ტემპერატურა -50°-ია. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ დასახლებულ პუნქტს მსოფლიოში ყველაზე ცივი ადგილის სახელი აქვს. 1933 წელს, ოიმიაკონში -67,7° დაფიქსირდა.

აქ იშვიათად ხარობს რამე - ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითადად ირმებისა და ცხენის ხორცს მიირთმევენ. სოფელში მხოლოდ ერთი მაღაზიაა, მოსახლეობის უმრავლესობა კი ირმის მწყემსებად, მონადირეებად და მეთევზეებად მუშაობს. ისინი გასათბობად შეშის ღუმელებს იყენებენ.

სოფლის ერთადერთი სკოლა მხოლოდ მაშინ იკეტება, როდესაც ტემპერატურა -52° -ზე დაბლა ჩამოდის. გზას ოიმიაკონისკენ "ძვლების გზა" უწოდეს.

ახალ ზელანდიელმა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, მსოფლიოში ყველაზე ცივი სოფელი ფოტოფირზე დაეფიქსირებინა და რამდენიმე დღე ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად გაატარა.

myquiz