კუნძული, რომლის შესახებაც თითქმის არავინ იცის | Allnews.Ge

კუნძული, რომლის შესახებაც თითქმის არავინ იცის

ეს კუნძული აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მოზამბიკსა და მადაგასკარს შორის მდებარეობს.  იგი ერთ-ერთია იმ კუნძულებს შორის, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ეს კუნძული ანჟუანია, რომელიც კომორის კუნძულების შემადგენლობაშია. კომორის კუნძულები საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა და იგი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. ეს ქვეყანა გამოირჩევა ვულკანებით, შთამბეჭდავი სანაპიროებითა და იშვიათი საზღვაო პარკით.

თუმცა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც იგი 1975 წელს საფრანგეთს გამოეყო, კომორის კუნძულებმა დაახლოებით 20 სახელმწიფო გადატრიალება გადაიტანა, რაც ტურიზმის სფეროზე უარყოფითად აისახა. შედეგად მისი ერთ-ერთი კუნძული ანჟუანი ბევრი მოგზაურისთვის უცნობი რჩება.

ანჟუანი კომორის კუნძულების ავტონომიური რეგიონია. მისი ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. ამ სექტორში სამუშაო ძალის 80%-ია დასაქმებული. კუნძულის მოსახლეობის მთავარ საკვებ პროდუქტს ბრინჯი წარმოადგენს. ამასთან ეს კუნძული მსოფლიოში კანანგას ყვავილის მთავარი ექსპორტიორია. აღნიშნული ყვავილი კი თითქმის ყველა სუნამოს მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს.

myquiz