26.02.2016 / 14:15
შრიფტის ზომა:

ანტარქტიდაზე მდებარე ტბაში ტემპერატურა 23°C-ს აღწევს

ვანდას ტბა ანტარქტიდაში, ვიქტორიას მიწის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მისი სიგრძე 5 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 69 მეტრს შეადგენს.

ტბის ნაპირთან, 1968 წლიდან, ახალი ზელანდიის პოლარული სადგურია განთავსებული.

ვანდა ჰიპერდამარილიანებული ტბაა. იგი ათჯერ უფრო მეტად არის მინერალიზებული ვიდრე, ზღვის წყალი. უფრო მეტად მარილიანია ვიდრე, მკვდარი ზღვის წყალი და ალბათ კიდევ უფრო მარილიანი, ვიდრე ჯიბუტიში მდებარე ასალის ტბის წყალი, რომელიც ანტარქტიკის ფარგლებს გარეთ ყველაზე მლაშე ტბად ითვლება.

ვანდას ტბაში წყლის ტემპერატურა შესაბამისი სიღრმეების მიხედვით იცვლება. ტბის ფსკერზე ტემპერატურა 23°C- ია, შუა ფენისკენ 7°C- მდე ცივდება და ტბის ზედაპირზე 4-6 °C- მდე ვარდება.

ტბა მთელი წლის განმავლობაში გამჭირვალე 3,5–4 მეტრი სისქის ყინულის ფენითაა დაფარული.