24.02.2016 / 09:45
შრიფტის ზომა:

საცხოვრებლად ყველაზე უჩვეულო ადგილები

1. იაპონიაში მდებარე აოგაშიმას კუნძული სინამდვილეში მძინარე ვულკანს წარმოადგენს. თუმცა, საფრთხის მიუხედავად, იაპონელებს აქ ცხოვრების არ ეშინიათ. კრატერის ძირში პატარა სოფელი მდებარეობს, რომლის მოსახლეობა, როგორც ჩანს, სხვაგან გადასახლებას არ აპირებს.

2. სამხრეთ ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში კი, მოსახლეობა მიწისქვეშ ცხოვრობს. ქალაქ კუბერ-პედის მაცხოვრებელთა უმეტესობა მიწისქვეშ დღის უმეტეს ნაწილს ისედაც ატარებდა, რადგან აქ ოპალის მომპოვებელი მაღაროებია, თუმცა, გადაწყვიტეს, რომ მიწისქვეშ ცხოვრება გაცილებით უფრო კომფორტულია. მიწისქვეშა ქალაქში მათ საცხოვრებელი სახლების გარდა, ეკლესია და გოლფის სათამაშო მოედანიც კი აქვთ.

3. აშშ-ის ლუიზიანას შტატში, ჭაობებით დაფარულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ კაჯუნები - აშშ-ში გადასახლებული ფრანგების შთამომავლები. ყოველ წელს კაჯუნებსა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ალიგატორებს შორის ნამდვილი ბრძოლა იწყება. ერთი თვის განმავლობაში კაჯუნებს უფლება აქვთ, დაიჭირონ იმდენი ალიგატორი რამდენიც სურს, რათა საკუთარი ოჯახების კეთილდღეობა უზრუნველყონ.

4. ვირტუალური, თვითაღიარებული სამეფო სილენდი ჩრდილოეთის ზღვაში მდებარეობს და სულ რაღაც 0,001 კვადრატული კილომეტრის ფართობს იკავებს. სილენდში სულ ორი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ როგორც ჩანს, მარტოობა მათ არ აწუხებთ. სილენდელები მინი გოლფს თამაშობენ და ცდილობენ დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ერთ სახელმწიფოსთან მაინც.

5. ანდების მთებში, 5 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დასახლება მსოფლიოს ყველაზე მაღალმთიან დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. დაბალი ტემპერატურა და გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები არ აჩერებს ათი ათასობით მუშას, რომელიც ლა-რინკონადაში ყოველ წელს ოქროს მოსაპოვებლად ჩამოდის.