საქართველოში მონიკა ბელუჩი ჩამოვა | Allnews.Ge

საქართველოში მონიკა ბელუჩი ჩამოვა

სექტემბერში საქართველოში იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი ჩამოვა. აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ისთან საუბარში მსახიობმა ედმონდ მინაშვილმა დაადასტურა, რომელიც ვიზიტის ინიციატორი და ორგანიზატორია.

მსახიობი კინოვარსკვლავს კანის კინოფესტივალზე შეხვდა და მონიკა ბელუჩი საქართველოში მოიწვია.

ედმონდ მინაშვილის თქმით, მონიკა ბელუჩის საქართველოში ვიზიტის დეტალების შესახებ ის ოფიციალურ განცხადებას 10 ივლისს გააკეთებს.

შესაძლოა, მონიკა ბელუჩი საქველმოქმედო ღონისძიებაზე იყოს მოწვეული, თუმცა აღნიშნული საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

 

myquiz