"დიდების ზღაპრები" - აუცილებელი საკითხავი | Allnews.Ge

"დიდების ზღაპრები" - აუცილებელი საკითხავი

დიდები, ზღაპრებმა შესაძლოა ისევე დააინტერესონ, როგორც პატარები. წარმოგიდგენთ "არასაბავშვო" ზღაპრებს.

1. "ველური გედი და სხვა ზღაპრები", მაიკლ კანინგემი

წიგნში შესულია 10 ცნობილი კლასიკური ზღაპარი, რომლებმაც კანინგემის მიერ დამუშავების შედეგად, ახალი მნიშვნელობა შეიძინა. მაგალითად, თქვენ გაიგებთ როგორ განვითარდა იმ უფლისწულის ცხოვრება, რომელსაც დამ პერანგის მოქსოვა ვერ მოუსწრო, ამიტომ მარჯვენა ხელის ნაცვლად მას გედის ფრთა დარჩა.

წარმოიდგენთ, როგორი უხერხულია ასეთი ფრთით მეტროში ჩასვლა ან ტაქსით მგზავრობა. კანინგემი ზღაპრებში კადრს მიღმა დარჩენილი მოვლენების განვითარების საკუთარ ვერსიას გვთავაზობს.

2. "ოკეანე გზის ბოლოს", ნილ გეიმანი

ნილ გეიმანის წიგნებში რეალურ ცხოვრებასა და ჯადოსნობას შორის ზღვარი ხშირად იშლება. ასეა ამ შემთხვევაშიც - მთავარი გმირი, ბიჭუნა უბრალო ინგლისური გარეუბნიდან აღმოაჩენს, რომ სამყარო ისეთი არაა, როგორიც ეს ყველას ჰგონია. ის საკუთარი თვალებით ნახავს საიქიოს წარმომადგენელ უცნაურ არსებებს.

თითოეულ მკითხველს მოუწევს გადაწყვიტოს, რა არის ეს - ბიჭუნას გაძლიერებული ფანტაზია თუ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც უცნაური ნამდვილად ხდება.

3. "ზამთრის ზღაპარი", მარკ ჰელპრინი

მარკ ჰელპრინის ყველაზე ცნობილი რომანი, რომელიც მაგიური რეალიზმის ჟანრშია დაწერილი. აქ ნახავთ ყველაფერს: დათოვლილ ნიუ-იორკს, უჩვეულო გარემოებებში აღმოჩენილ გმირებს, სიყვარულსa და საოცრებებს.

4. " ბორცვების ბინადრები", რიჩარდ ადამსი

 ამბავი კურდღლებზე, რომლებმაც საკუთარი სახლი მიატოვეს და ახლის ძებნა დაიწყეს, ძალიან დაძაბულია. წიგნში კურდღლებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ საკუთარი ენა, კულტურა, ლეგენდები. რთულ სიტუაციებში კურდღლები, ისევე როგორც ადამიანები, ძალიან განსხვავებულად იქცევიან.

5. "ძმები გრიმების ზღაპრები ახლებურად", ფილიპ პულმანი

ბრიტანელმა მწერალმა ფილიპ პულმანმა ბავშვობიდან ცნობილი ძმები გრიმების ზღაპრების საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინა. მან საკუთარი 50 ყველაზე საყვარელი ისტორია შეარჩია და ისინი ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოვებულად მოგვითხრო. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თითოეულ ზღაპარს ვრცელი კომენტარი მოსდევს: ზღაპრის ტიპი, ანალიზი, სხვა ქვეყნებში და სხვა ავტორებთან ამავე ისტორიის სხვა ინტერპრეტაციები.

6. "ტირიფებში მოშრიალე ქარი", კენეტ გრემი

ვირთაგვას, თხუნელას, მაჩვისა და ამპარტავანი გომბეშოს თავგადასავლების ისტორია პოპულარობას მისი პირველი პუბლიკაციიდან ერთი საუკუნის შემდეგაც არ კარგავს. ზრდასრულ მკითხველს არა სიუჟეტი, არამედ ფილოსოფიური განწყობა, ინგლისური იუმორი და თხრობის პოეტურობა მოეწონება.

7. "ბებერი ტყის საიდუმლო", დინო ბუცატი

შავბნელი ზღაპარი-ლეგენდა ბავშვობასა და მის სიმოკლეზე. და, რა თქმა უნდა, ადამიანისა და ბუნების კავშირზე. ბუცატის სტილი უბრალო და ლაკონურია. ზრდასრულ მკითხველს ნაწარმოების ატმოსფერო მოეწონება.

8. "მუმინები და კომეტა", ტუვე იანსონი

მუმინების სამყარო ყველას ბავშვობაში იტაცებს და შემდეგ აღარ უშვებს. "მუმინები და კომეტა" - გრძელი სერიის ერთ-ერთი პირველი წიგნია. იანსონის ისტორიები იმაზეა, რომ მსოფლიოში ადგილი აქვს კარგს და ცუდს, თავგადასავლებსა და მშვიდ ფიქრებს და მოახლოვებული კატასტროფის მოლოდინის ატმოსფეროშიც კი მოეძებნება იმედის ადგილი. ამ ფილოსოფიური ოპტიმიზმის გამო უყვარს ყველას ტუვე იანსონი.

9. "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა", როალდ დალი

როგორც სხვა ნებისმიერი კარგი ზღაპარი, ამბავი ბიჭუნა ჩარლიზე - თავგადასავალია. სხვა ბავშვებთან ერთად, ჩარლი ექსკურსიაზე მსოფლიოში ყველაზე არაჩვეულებრივ შოკოლადის ქარხანაში ხვდება. და როგორც სხვა ნებისმიერ კარგ ზღაპარში, სიკეთე გაიმარჯვებს, ხოლო ბოროტება დამარცხდება.

10. "ქალაქური ლეგენდები", ჩარლზ დე ლინტი

ჩარლზ დე ლინტი წერს ზღაპრებს, სადაც მოქმედება თანამედროვე ურბანულ სამყაროში ვითარდება. მოთხრობების კრებულს გამოგონილი ქალაქი ნიუფორდი აერთიანებს. უბრალო ადამიანები - სტუდენტები, მხატვრები, ოფისის თანამშრომლები, მუშები - უცნაურ და ამოუხსნელ მოვლენებს აწყდებიან.

დე ლინტის სამყარო ჯადოსნობითაა სავსე, მთავარი მაგია კი - ხასიათის სიმტკიცე, უშიშრობა, მედეგობა და გულკეთილობაა.

myquiz