15.03.2017 / 16:16
შრიფტის ზომა:

რომელ წიგნს უწოდებს "გაქცევა შოუშენკიდან" და "მწვანე ბილიკის" ავტორი თავისი შემოქმედების მწვერვალს

15 წლამდე მეგობარი ბიჭები სათამაშოდ გადიან სახლიდან. ცოტა ხანში ერთ-ერთი მათგანი უკან ბრუნდება შოკირებული და გაფითრებული. ხმას ვერ იღებს, მომხდარზე არ ლაპარაკობს, არც ახსოვს. მოგვიანებით ოჯახის წევრები იგებენ რომ მისი მეგობარი მის თვალწინ გაიტანა მატარებელმა.- ეს საშინელებათა ფილმის სიუჟეტი არ არის თუმცა არის საშინელებათა მეფის სტივენ კინგის ცხოვრების სიუჟეტი. ამბობენ რომ სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდება კინგის წყვდიადისეული და ჩახლართული ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნის იდეა.

54 რომანი და 200 მოთხრობა 350 მლნ-ზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით - ასე გამოიყურება ამჟამად სტივენ კინგის ბიბლიოგრაფია. მისი წიგნებით ყოველთვის ინტერესდებოდნენ დიდი რეჟისორები, მისი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები ყოველთვის იმსახურებდნენ როგორც კინოკრიტიკოსების, ასევე კინომოყვარულების აღფრთოვანებას. კინო სცენარების პარალელურად დაწერილი აქვსარ აერთი სასცენო ტექსტი, როგორც ფანტასტიკის, ასევე არაფანტასტიკის ჟანრში. მოღვაწეობს როგორც ჟურნალისტი.

1982 წელს მწერალმა დაიწყო რომანების ციკლის ”ბნელი კოშკი”-ს გამოცემა, რომელიც ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია. რომანების ციკლი 8 ტომს აერთიანებს და მათში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდება, თავად ბნელი კოშკი კიროლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინინგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას.


რომანების ციკლი "ბნელი კოშკი" ქართველი მკითხველისთვისაც არის ხელმისაწვდომი. ციკლის პირველი სამი ტომი გამომცემლობა "დიოგენემ" გამოსცა დანარჩენი ტომების გამოცემაზე კი "პალიტრა L"-მა აიღო პასუხისმგებლობა:

"იმისათვის, რომ სერია გაგრძელებულიყო, რამდენიმე თვის წინ მივმართეთ" პალიტრა L "- ს, რომელიც "დიოგენესთან"ერთად ინაწილებს კინგის წიგნების საქართველოში გამოცემის პატივს. ჩვენი მოლაპარაკებისდა საავტორო უფლების მფლობელთან შეთანხმების თანახმად, "ბნელ კოშკს" ამიერიდან "პალიტრა L" გამოსცემს"- გამომცემლობა დიოგენეს წარმომადგენელი.

"როდესაც გამომცემლობა "დიოგენემ" შემოგვთავაზა "ბნელი კოშკის" სერიის გამოცემის გაგრძელება, დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. "გამომცემლობა პალიტრა L"-ს სტივენ კინგის არაერთი რომანი აქვს გამოცემული და მოხარულნი ვართ, რომ ეს პატივიც გვერგო. მინდა გახაროთ, რომ "ბნელი კოშკის" გამოცემის უფლელებებზე მოლაპარაკება საბოლოოდ დასრულებულია და მე-4 ტომის თარგმნა დაწყებულია! მკითხველს "ჯადოქარი და ბროლი"-ს წაკითხვა შემოდგომაზე შეეძლება.- ანი თოდრია, პროექტის მენეჯერი.

რომანების ციკლის მიხედვით სერიალის გადაღებაც არის დაგეგმილი, რომელიც 2017 წლიდან აიღებს სტარტს. მანამდე კი ქართველ სტივენ კინგის მოყვარულებს გაქვთ საშუალება წაიკითხოთ "ბნელი კოშკის" სერიები, წიგნის რომელსაც თავად ავტორმა მისი შემოქმედების მწვერვალი უწოდა.


  • ტეგები