ფილმები, რომლებიც დასვენების დღეებში უნდა ნახოთ | Allnews.Ge

ფილმები, რომლებიც დასვენების დღეებში უნდა ნახოთ

რა თქმა უნდა, კვირის ბოლოს ყველანი ვგეგმავთ, რომ უქმეებზე კარგად გამოვიძინებთ, მეგობრებთან ერთად გავერთობით, საყვარელ წიგნს წავიკითხავთ ან უბრალოდ, ოჯახის წევრებთან ერთად გავატარებთ დროს. თუმცა, იმისთვის, რომ დასვენების დღეებში ნამდვილად განიტვირთოთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ერთი კარგი ფილმი მაინც, რათა საუკეთესო განწყობა შეიქმნათ მომდევნო სამუშაო კვირისთვის. სწორედ ამიტომ, allnews.ge გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც ამ უქმეებზე აუცილებლად უნდა ნახოთ.

სიკვდილი დაკრძალვაზე (Death at a funeral) 

ეს არის კომედიური ჟანრის ფილმი, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით სახალისო და სასიამოვნო განწყობას, რადგან ოჯახის უფროსის დაკრძალვა, ოჯახური სკანდალების გარეშე არ ჩაივლის.

ინტერვიუ (The interview)

ჯეიმს ფრანკოს ინტერვიუზე მიწვევა მიუვა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორისგან, კიმ ჩენ ინისგან. ჩრდილოეთ კორეაში ჩასული ჟურნალისტი, ნამდვილად გპირდებათ კომედიურ და ცოტა სახიფათო თავგადასავალს.

სანელებლები და ვნებები (the hundred-foot journey) 

გარდა დრამისა, ეს ფილმი კულინარიის მოყვარულებსაც საოცარ არომატსა და გემოს დაგიტოვებთ, მთელი უქმეების განმავლობაში.

სასტუმრო "Grand Budapest" (The grand budapest hotel) 

ნამდვილად არ გადავაჭარბებ, თუკი ვიტყვი, რომ ეს ფილმი ერთ-ერთი გამორჩეულია სამსახიობო ჯგუფითა და ფერადოვნებით. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, უქმეები სასტუმრო "Grand Budapest"-ში გაატაროთ.

მანოლეტე (Manolete)

ედრიენ ბროუდისა და პენელოპე კრუსის რომანტიკული და თავგადასავლებით სავსე ისტორია აუცილებლად დაატყვევებს თქვენს გულს. ამასთან, მანოლეტეს სცენარი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული.

ანიმაციის მოყვარულებისთვისაც გვაქვს რამდენიმე რჩევა, რას უყურონ მიმდინარე უქმეებზე.

სასტუმრო ტრანსილვანია (Hotel Transylvania) 

დრაკულას მხიარული სასტუმრო თქვენს მოლოდინშია. თუკი, ფანტასტიკური გმირების ისტორია გაგიტაცებთ, ანიმაციის მეორე ნაწილიც ნახეთ.

თავდაყირა (Inside Out) 

2015 წლის კომედიური ანიმაცია მთელი ოჯახისთვის. თუ ანიმაცია ნამდვიალდ გიყვართ და თავდაყირა ჯერ კიდევ არ გინახავთ იჩქარეთ.

ყურადღების ცენტრში (Spotlight)

2015 წლის კიდევ ერთი ფილმი, რომელიც საინტერესო სიუჟეტითა და სამსახიობო გუნდით გამოირჩევა. ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზე მოგვითხრობს და გაზეთ THE BOSTON GLOBE-ის მიერ განხორციელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ასახავს.

რაც შეეხება მათ, ვისაც საშინელებათა ჟანრის ფილმის ყურება ურჩევნია, Allnews.ge ამ უქმეებზე შემდეგ ფილმებს გირჩევთ:

რიტუალი (The Rite)

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ეგზორციზმის რიტუალის თავისებურებებსა და დეტალებზე მოგვითხრობს. ფილმში იხილავთ, არაჩვეულებრივ ენტონი ჰოპკინსს, რომელიც ეშმაკებს ებრძვის.

რომ გახვალთ, შუქი ჩააქვრეთ, მოჩვენებები მოდიან.

myquiz