რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული საშინელებათა ჟანრის ფილმები | Allnews.Ge

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული საშინელებათა ჟანრის ფილმები

საშინელებათა ფილმის ყურებისას კომფორტს ის გვიქმნის, რომ ისტორიები არაეალური და სცენარისტების მიერ გამოგონილია, თუმცა, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში სულაც არ არის ასე. წარმოგიდგეთ ფილმებს, რომელთა სიუჟეტიც რეალური ისტორიის მიხედვითაა შექმნილი.

1. A Nightmare On Elm Street/საშინელება თელების ქუჩაზე

ფილმის გადაღების მოტივი  Los Angeles Times-ში დაბეჭდილი უცნაური შემთხვევა გახდა, როდესაც ახალგაზრდა აზიელი ემიგრანტები ძილში, დაუდგენელ გარემოებაში გარდაიცვალნენ. სტატიაში ეწერა, რომ ბევრ მათგანს ძილის ეშინოდა, რადგან ღამით კოშმარებს ხედავდნენ და სიკვდილის მოლოდინი ჰქონდათ.

ფილმი 1984 წელსაა გადაღებული.

2. Child’s Play/საბავშვო თამაშები

1988 წელს გადაღებული ფილმი, 1909 წელს მომხდარ ისტორიაზე მოგვითხრობს. მხატვარი ქი უესტი და მწერალი რობერტ ეუჯენი ოტო ამტკიცებდნენ, რომ მათი ოჯახის დიასახლისებიდან ერთ-ერთმა, ვუდუს თოჯინას ადგილმდებარეობა შეუცვალა და უცნაური მოვლენებიც სწორედ აქედან დაიწყო. ოტოს გარდაცვალების შემდეგ, 1974 წელს, სახლი ახალმა მფლობელებმა შეიძინეს და უცნაური, მისტიკური მოვლენების შესახებ ისინიც ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ყველაფერ თოჯინას უკავშირდებოდა.

3. The Amityville Horror/ამიტივილის საშინელება

ფილმი ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ლუცების ოჯახში პარანორმალური მოვლენები ხდება. 1975 წელს ოჯახი ახალ საცხოვრებელში, Ocean Avenue-ს 112 ნომერში გადავიდა, სადაც უცნაური მოვლენები ვითარდებოდა. ოჯახის მტკიცებით, ისინი კედელზე მწვანე ლორწოს, ხოლო სამზარეულოსა და საძინებელში წითელთვალებიან ღორებს ხედავდნენ, ამ მოვლენებიდან დაახლოებით ერთ თვეში, ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა. ფილმი გადაღებულია 1979 წელს.

4. Psycho/ფსიქო

ალფრედ ჰიჩკოკის უკვდავი ფილმი, რომელიც 1960 წელსაა გადაღებული. 1950-იანი წლების მიწურულს, მკვლელმა ნორმან ბეითსმა და ქურდმა ედ გეინმა, ქალი მოკლეს. ედ გეინი ადამიანის კანს ნიღბების, ქამრებისა და სკამების გადასაფარებლების დასამზადებლად იყენებდა - ჰიჩკოკის ფილმი სწორედ ამ ისტორიაზეა აგებული.

5. The Exorcist/ეგზორცისტი

1973 წლის ფილმი, Washington Post-ში 1949 წელს გამოქვეყნებული ისტორიის მიხედვითაა გადაღებული. სტატიაში მღვდლების ეგზორცისტული რიტუალების შესახებ წერენ, როდესაც კათოლიკე მღვდლები რიტუალების დროს, ადამიანების სხეულიდან ეშმაკის გამოდევნას ცდილობენ.

6. The Girl Next Door/მეზობელი გოგონა

ფილმი 2007 წელს, ჯეკ კეტჩემის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვითაა გადაღებული. ისტორია 16 წლის გოგონას, სილვია ლიკენსის მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს. სილვია და მისი და, ჯენი, მშობლებმა ოჯახის მეგობარ გერტრუდა ბენისზევსკითან დატოვეს. ბენისზევსკი გოგონას, შვილებთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად იქამდე აწამებს, სანამ ტვინში სისხლის ჩაქცევით არ დაიღუპება.

7. The Conjuring/წყევლა

ფილმი 2013 წელსაა გადაღებული, თუმცა 1971 მომხდარ ისტორიას ეხება. პარანორმალური მოვლენების გამომძიებლებლები, ედ და ლორენ უორენი პერონების ოჯახის ისტორიას იძიებენ. ისინი როდის კუძულებზე ფერმაში მოჩვენებებს ხედავენ.

8. Open Water/ღია ზღვა

2003 წელს გადაღებული ფილმი ტურისტების, ტომ და ეილინ ლონერგანების ისტორიას ეხება, რომელიც მათ 1998 წელს შეემთხვათ. ისინი ავტრალიაში, ღია ზღვაში მას შემდეგ დაიკარგნენ, რაც ყვინთვის დროს ჯგუფს ჩამორჩნენ. როდესაც კომპანიაში ამ მოვლენის შესახებ შეიტყვეს, მათზე ძებნა გამოაცხადეს, თუმცა, უშედეგოდ. ერთდაერთი, რაც აღმოაჩინეს, ყვინთვისთვის განკუთვნილი მოწყობილობა იყო.

9. The Blob/საშინელი არსებებები

ფილმი New York Times-ში გამოქვეყნებულ ისტორიაზე მოგვითხრობს. ფილადელფიის პოლიციის 4 ოფიცერი ჟელეს მსგავს ნივთიერებას წააწყდა. როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ნივთიერებისთვის ადგილის შეცვლა სცადა, მან გათხევადება და აორთქლება დაიწყო, გაქრა და მიწაზე მხოლოდ ლაქა დარჩა.

ფილმი გადაღებულია 1958 წელს.

10. The Fourth Kind/მეოთხე სახეობა

2009 წლის ფილმი,  ალიასკაზე მომხდარი უცნაური მოვლენებზეა აგებული. წლების განმავლობაში ალიასკაზე ადამიანები უცნაურ გარემოებაში ქრებოდნენ.

მომზადებულია Menatal Floss-ის მიხედვით.

myquiz