ხელოვნება დამწყებთათვის - როგორ დავადგინოთ ნახატის ავტორი? | Allnews.Ge

ხელოვნება დამწყებთათვის - როგორ დავადგინოთ ნახატის ავტორი?

თუ მხატვრობაში ცუდად ერკვევით, ეს მოკლე, მაგრამ ძალიან ზუსტი განმარტებები დაგეხმარებათ ხელოვნების ექსპერტი გახდეთ!

შესაძლოა, ვინმემ ამ განმარტებებს ხისტი და უადგილო უწოდოს, მაგრამ ისინი ზუსტად გადმოსცემენ მხატვრის ნამუშევრის არსს და ცნობილი ნამუშევრების ხასიათის დამახსოვრებაში გვეხმარება.

თუ ყველა ადამიანს დიდი საჯდომი აქვს - ეს რუბენსია.

თუ მამაკაცები ძროხისთვალება, კულულებიან ქალებს გვანან - ეს კარავაჯოა.

თუ ადამიანს სხეულის რამდენიმე ნაწილი აკლია ან პირიქით, რამდენიმე ზედმეტია - ეს პიკასოა.

თუ გგონიათ, რომ ნარკოტიკების ქვეშ ხართ - ეს დალია.

თუ ადამიანები წამების მსხვერპლებს გვანან - ეს ტიციანია.

თუ ნახატზე ბევრი ადამიანია და ისინი ნორმალურად გამოიყურებიან - ეს ბრეიგელია.

თუ ყველა, მათ შორის ქალები ვლადიმერ პუტინს გვანან - ეს იან ვან ეიკია.

თუ ნახატზე ბევრი ადამიანია და ეს ყველაფერი სიგიჟეს ჰგავს - ეს ბოსხია.

თუ ყველა უსახლკაროს ჰგავს და მათ მხოლოდ ლამპიონის შუქი უნათებთ - ეს რემბრანდტია.

თუ ნახატზე არის ამურები (ან ძალიან კარგად ჩაჯდებოდნენ) - ეს ბუშეა.

თუ ყველა შიშველი, ლამაზი და კარგ ფიზიკურ ფორმაშია - ეს მიქელანჯელოა.

თუ ნახატზე ბალეტის მოცეკვავეებს ხედავთ - ეს დეგაა.

თუ ყველაფერი ძალიან კონტრასტული და მკვეთრია და ყველას ტანჯული წვერებიანი სახე აქვს - ეს ელ გრეკოა.

თუ ერთწარბიან ქალს ხედავთ - ეს ფრიდა კალოა.

თუ ნახატზე ბევრი სხვადასხვა ფერია და არაა ადამიანები - ეს კლოდ მონეა.

თუ ისევ ბევრი სხვადასხვა ფერია და ბევრი ბედნიერი ადამიანი - ეს რენუარია.

ბევრი ფერი და საწყალი ადამიანები - ეს მანეა.

თუ "ბეჭდების მბრძანებელის" პეიზაჟებსა და კულულებიან ქალს ხედავთ - ეს და ვინჩია.

ცხოვრებაში ყველაფერს იუმორით უნდა მივუდგეთ, გამონაკლისი არც ხელოვნებაა. სტატიის წაკითხვის შემდეგ, მეგობრების წრეში, თქვენ ხელოვნების ნამდვილ ექსპერტად გაღიარებენ!

myquiz