15 ფილმი, რომელსაც რთული დღის შემდეგ უნდა უყუროთ | Allnews.Ge

15 ფილმი, რომელსაც რთული დღის შემდეგ უნდა უყუროთ

რთული სამუშაო დღის შემდეგ ყველას სურს, რომ კარგად დაისვენოს, განიტვირთოს და საღამო სასიამოვნოდ გაატაროს. სწორედ ამიტომ, სამსახურიდან დაბრუნებულები საინტერესო ფილმს ვეძებთ ხოლმე, რაშიც ბევრ დროს ვკარგავთ და განაწყენებულები ვიძინებთ.

იმისთვის, რომ სამსახურიდან დაბრუნებულებმა დრო აღარ დაკარგოთ, Bright Side გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

1. Populaire/პოპულარული

შესანიშნავი ფრანგული კომედია ახალგაზრდა როუს პამპილის შესახებ, რომელსაც ქალაქის დატოვება და სოფელში დიასახლისივით ცხოვრება სურს.

2. The Danish Girl/დანიელი გოგონა

მხატვრის ისტორია, რომელსაც ცხოვრებაში სრული ბედნიერების მისაღწევად რაღაც აკლია, თუმცა იპოვის და ყველაფერი შეიცვლება.

3. Rat Race/ვირთხების რბოლა

მხიარული ისტორია ადამიანების შესახებ, რომელთაც ბრძოლის მოგება სურთ, თუმცა ეს ადვილი არ არის.

4. Where the heart is/იქ, სადაც გულია

17 წლის გოგონას კეთილი ისტორია. მას ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება შეხვდება, თუმცა საბოლოოდ ბედნიერებას იპოვის.

5. Taxi/ტაქსი

ბელი ქალაქში ყველაზე სწრაფი და საუკეთესო ტაქსის მძღოლია, მისი ოცნება კი რბოლის მოგებაა.

ენდი კარგი პოლიციელი, თუმცა ცუდი მძღოლია, ბელი და ენდი კი კრიმინალებს ერთად ებრძვიან, თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, დახოცავენ თუ არა ისინი ერთმანეთს, სანამ კრიმინალების პირისპირ აღმოჩნდებიან.

6. 13 going to 30/13-დან 30-ში

არ არსებობს ბავშვი, რომელიც სწრაფად გაზრდასა და "დიდობაზე" არ ოცნებობს, ეს ფილმი კი სწორედ ამ ოცნების ასრულების ისტორიას მოგვითხრობს. 13 წლის გოგონა დაბადების დღეზე 30 წლის ასაკში ყოფნას ჩაიფიქრებს და მეორე დილით მისი სურვილი ასრულდება.

7. Brooklyn/ბრუკლინი

ახალგაზრდა ქალი ელისი გადწყვეტს, პატარა ირლანდიურ სოფელში მდებარე თავისი სახლი მიატოვოს და საცხოვრებლად აშშ-ში წავიდეს, თუმცა შეუყვარდება და არჩევანის გაკეთება მოუწევს.

8. Chalet Girl/როგორ გავთხოვდე მილიონერზე

ახალგაზრდა კიმი კარგ სამსახურს ეძებს და ალპებში მდებარე კურორტზე მიაგნებს, თანაც მას სნოუბორდინგი ძალიან უყვარს. კურორტზე ჩასვლის შემდეგ კურორტის მეპატრონის შვილი შეუყვარდება.

9. New York Minute/ნიუ იორკის გაელვება

რა შეიძლება მოხდეს ერთ დღეში? ბევრი წარმოუდგენელი რამ! ჯეინი და როქსი დები არიან, რომლებიც ამ სურპრიზების წინაშე აღმოჩნდებიან.

10. Material Girls/რეალური გოგონები

კიდევ ერთი ისტორია დების შესახებ. მას შემდეგ, რაც მათი მამა გარდაიცვალა, მათ კოსმეტიკის წარმატებული კომპანია შექმნეს.

11. Just Love Me/უბრალოდ შემიყვარე

კეთილი პოლონური ფილმი. მთავარი გმირი წარმატებული არქიტექტორია, მას ყველაფერი აქვს, რაზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს, მაგრამ მარტოსულია და თავის საღამოებს მხოლოდ ტელევიზორის ყურებაში ატარებს. მისი რუტინული ცხოვრება მას შემდეგ შეიცვლება, როცა ერთ გოგოს გაიცნობს.

12. Suite Francaise/ფრანგული სუიტა

ფილმი ფრანგი მწერლის, ირენ ნემიროვსკის ნოველის მიხედვითაა გადაღებული. დაქორწინებულ ფრანგ ქალს მოულოდნელად გერმანელი კომანდირი შეუყვარდება.

13. The Age of Adaline/ადელაინის ასაკი

ყველა ქალი ოცნებობს, რომ მუდამ ახალგაზრდა და ლამაზი იყოს, მთავარ გმირს კი ამის შესანიშნავი შანსი აქვს. მაგრამ რთული საყურებელია, შენი საყვარელი ადამიანები როგორ ბერდებიან და იხოცებიან.

14. It’s Complicated/მარტივი სირთულეები

ჯეინი და მისი ყოფილი ქმარი, ჯეიკი, რთული ვითარების პირისპირ აღმოჩნდებიან, მათ ერთმანეთი ისევ შეუყვარდებათ, თუმცა ჯეიკი დაქორწინებულია, ჯეინი კი სხვა მამაკაცს ხვდება.

15. Deck the Halls/მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია

ბადი ჰოლი აცნობიერებს, რომ მისი სახლი ისევე შთამბეჭდავად არ გამოიყურება, როგორც მისი მეზობლის. ჰოლი გადაწყვეტს, რომ სახლი ნათურებით ისე მორთოს, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც შესაძლებელი იყოს.

myquiz