ფილმები, რომლებსაც 2017 წელს ვიხილავთ | Allnews.Ge

ფილმები, რომლებსაც 2017 წელს ვიხილავთ

Imdb-ი ფილმების სიას გვთავაზობს, რომლებსაც მომვალი წლის განმავლობაში ეკრანებზე ვიხილავთ.

Allnews.ge ამ ფილმების არასრულ ჩამონათვალს წარმოგიდგენთ:

1. Silence– იანვარში დიდ ეკრანებზე "სიჩუმეს" იხილავთ, რომლის რეჟისორიც მარტინ სკორსეზეა.

2. Fifty Shades Darker - "რუხის 50 ელფერის" შემდეგ, რომანტიკული მელოდრამების მოყვარულებს, ბესთსელერის ეკრანიზაციის კიდევ ერთი ნაწილის ხილვის სიამოვნება ელოდებათ.

3. John Wick: Chapter 2 – მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულები კი, "ჯონ უიკის" მეორე ნაწილს მომავალი წლის თებერვალში ნახავენ.

4. Logan – ფანტასტიკის მოყვარულებს "ლოგანის" თავგადასავალი აუცილებლად დააინტერესებთ , რომლის ხილვის შესაძლებლობა 2017 მარტში იქნება.

5. Beauty and the Beast – დისნეი მომავალი წლის გაფერადებასაც აპირებს და ყველასთვის საყვარელი მუტლიპლიკაციური სიუჟეტის ფილმად ქცევად გეგმავს.

6. The Fate of the Furious 8 – "ფორსაჟი" ერთგული მაყურებლის გაოცებას მომავალ წელსაც აპირებს.

 

7. Guardians of the Galaxy Vol. 2 – 2017 წლის მაისში ფანტასტიკური ჟანრის კიდევ ერთი ფილმის გაგრძელებას ვიხილავთ, ამჯერად, მაისში "გალაქტიკის მცველები" გელოდებათ.

8. King Arthur: Legend of the Sword – რაც შეეხება ისტორიულ დრამას, მაისში მეფე არტურის ისტორიის ეკრანიზაციას იხილავთ.

9. Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales – დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ჯეკ ბეღურა ბრუნდება. "კარიბის ზღვის მეკობრეებს" კინო–თეატრებში მაისიდან იხილავთ.

10. The Mummy – ტომ კრუზის ფანებს კი, ივნისში შესაძლებლობა ექნებათ, მსახიობი სათავგადასავლო–ფანტასტიკურ ფილმში იხილონ.

11. Cars 3 – ანიმაციისა და თავგადასავლების მოყვარულებს, ივნისში "მანქანების" კიდევ ერთი დაუვიწყარი ისტორია ელით.

12. Transformers: The Last Knight – "ტრანსფორმერების" კიდევ ერთი ნაწილი, არაჩვეილებრივი სამსახიობო გუნდით. ბოლო რაინდის პრემიერა ივნისში გაიმართება.

13. Despicable Me 3 – და აი ისიც, სახალისო და ყველასთვის საყვარელი "საძულველი მე 3". ივნისის ბოლოს, ანიმაციის მოყვარულებს ბალთაზარის ახალი თავგადასავალი ელოდებათ.

14. Justice League – 2017 წლის შემოდგომაზე ბენ აფლეკს "სამართლიანობის ლიგაში" იხილავთ.

15. Thor: Ragnarök – არაჩვეულებრივი სამსახიობო გუნდით, 2017 წლის ნოემბერში მაყურებელს ფანტატიკური ჟანრის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი თორი ელოდება.

იხილეთ სრული ვერსია

myquiz