2017 წლის სერიალები, რომლებსაც ყველა სულმოუთქმელად ელის | Allnews.Ge

2017 წლის სერიალები, რომლებსაც ყველა სულმოუთქმელად ელის

წარმოგიდგენთ 2017 წლის 10 ახალ სერიალს, რომლებსაც ყველა სულმოუთქმელად ელის.

დიდი პატარა ტყუილი / Big Little Lies

ისტორია სამ დედაზე, რომლებსაც საბავშვო ბაღში მშობელთა კრებაზე მომხდარი ბნელით მოცული მკვლელობა აერთიანებთ. მთავარ როლებს რიზ უიზერსპუნი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ, რაც კიდევ ერთი საბაბია ეს საინტერესო სერიალი ნახოთ.

ამერიკელი ღმერთები / American Gods

აჩრდილი არის ადამიანი წარსულით. მაგრამ ახლა ერთადერთი, რაც მას სურს - საკუთარ მეუღლესთან ერთად მშვიდი და წყნარი ცხოვრებაა. ყველაფერი იცვლება, როდესაც მისი მეუღლე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდება. ნილ გეიმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების ეკრანიზაცია.

ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა / A Series of Unfortunate Events

სამი მდიდარი ბავშვის მშობლები ხანძრის დროს დაიღუპნენ. როდესაც ბავშვებს შორეულ ნათესავთან გაგზავნიან, ისინი იგებენ რომ ეს ნათესავი მათ მოკვლას გეგმავს, რათა ხელში ჩაიგდოს მათი ქონება. სერიალი ლემონი სნიკეტის წიგნის "33 უიღბლობის" მოტივებზეა გადაღებული.

სერიალები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

ბურუსი / The Mist

პატარა ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ქალაქის მცხოვრებლებს ანადგურებენ. სერიალს საფუძვლად სტივენ კინგის ნაწარმოები და 2007 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი ფილმი დაედო.

თვინ პიქსი / Twin Peaks

25 წლის წინ, პატარა ქალაქის თვინ პიქსის მცხოვრებლები სკოლის დედოფლის ლორა პალმერის იდუმალებით მოცულმა მკვლელობამ შეძრა. მაგრამ ისტორია დასრულებული არ არის. წარსულის მოვლენები ისევ გვახსენებს თავს. 90-იანი წლების საკულტო სერიალის გაგრძელება, რომელშიც ჩვენი საყვარელი მსახიობები კვლავ გამოჩნდებიან.

ნაომი უოთსი Twin Peaks-ის ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას

უძლურები / Powerless

ემილი სადაზღვევო აგენტია და რიგით ადამიანებს ზარალის ანაზღაურებაში ეხმარება, რომელიც მათ სუპერგმირებმა კრიმინალთან ბრძოლის პროცესში მიაყენეს. ერთხელ ის ბრძოლის შუაგულში აღმოჩნდება და შემთხვევით ხდება "გმირი", მაგრამ მხოლოდ საკუთარი კოლეგებისთვის. ემილი მალევე ხვდება, რომ გმირობისთვის არაა აუცილებელი ზებუნებრივ ძალას ფლობდე. ანტისუპერგმირული სერიალი, რომელიც საკუთარი ორიგინალობით გაგაკვირვებთ.

ორიანი / The Deuce

პროექტი იკვლევს 1970-80-იანი წლების პორნოინდუსტრიის სამყაროს, რომელიც მანჰეტენის შუაგულში ყვაოდა, სანამ შიდსმა, ნარკოტიკების გავრცელებამ და უძრავი ქონების ბაზრის განახლებამ მას ბოლო არ მოუღო. მთავარ როლებს ჯეიმს ფრანკო და მეგი ჯილენჰოლი ასრულებენ.

მცველები / The Defenders

ოთხი სუპერგმირი ნიუ-იორკის დანაშაულებრივ სამყაროსთან საბრძოლველად ერთიანდება. რეკომენდირებულია კომიქსებისა და სუპერგმირების მოყვარულთათვის.

ტაბუ / Taboo

სერიალის მთავარი გმირი ჯეიმს კიზაია დილეინი 1800-იანი წლების დასაწყისში საკუთარ სანაოსნო იმპერიას აშენებს. ტომ ჰარდის გმირი ბრუტალური, ველური და ჯიუტია, სიუჟეტი კი მისტიკური.

ვინ აიღებს ოსკარს

პიკნიკი გზის პირას / Roadside Picnic

სტალკერი რედ შუჰარტის ისტორია, რომლის ძირითადი შემოსავლის წყაროს უჩვეულო თვისებების მქონე საიდუმლო არტეფაქტების გაყიდვა წარმოადგენს. ეს არტეფაქტები შუჰარტს ქალაქ ჰარმონტთან მდებარე ზონიდან გამოაქვს, რომელშიც ცოტა ხნის წინ, უცხოპლანეტელები იმყოფებოდნენ. სერიალი ძმები სტრუგაცკების ფილმის მიხედვითაა გადაღებული.

myquiz