BBC-მ "XXI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი" დაასახელა | Allnews.Ge

BBC-მ "XXI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი" დაასახელა

BBC-მ "XXI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი" დაასახელა. რეიტინგის შედგენაში სხვადასხვა ქვეყნის 177 კინოკრიტიკოსი მონაწილეობდა. რეიტინგში მხოლოდ ის ფილმები განიხილებოდა, რომლებიც 2000 წლის შემდეგ არის გადაღებული.

BBC-ის კულტურის განყოფილების რედაქტორების თქმით, საზოგადოებაში არ ცხრება კამათი იმის თაობაზე, რომ კინო კვდება, ხოლო სუპერგმირებზე გადაღებულმა ფილმებმა მცირებიუჯეტიანი ფილმები განდევნეს. მათი თქმით, ეს რეიტინგი სწორედ მსგავსი დისკუსიების გამო შეიქმნა.

"რა შეიძლება ჩაითვალოს ახალ კლასიკად? რომელი ბოლოდროინდელი ფილმი შეეჯიბრება "მაძიებლებს", "ნათლიმამას", "თამაშის წესებს", "შვიდ სამურაის" ან "მოქალაქე კეინს?" - ამბობენ ისინი.

რეიტინგის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:

1. მალჰოლანდ დრაივი / Mulholland Drive (დევიდ ლინჩი, 2001).

2. სასიყვარულო განწყობა / In the Mood for Love (ვონგ კარ-ვაი, 2000).

3. ნავთობი / There Will Be Blood (პოლ თომას ანდერსონი, 2007).

4. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი / Spirited Away (ჰაიაო მიაძაკი, 2001).

5. მოზარდი / Boyhood (რიჩარდ ლინკლეიტერი, 2014).

6. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება / Eternal Sunshine of the Spotless Mind (მიშელ გონდრი, 2004).

7. სიცოცხლის ხე / The Tree of Life (ტერენს მალიკი, 2011).

8. ერთი და ორი / Yi Yi: A One and a Two (ედვარდ იანი, 2000).

9. ნადერისა და სიმინის განქორწინება / A Separation (ასგარ ფარჰადი, 2011).

10. მოხუცების ადგილი აქ არ არის / No Country for Old Men (ითან კოენი, ჯოელ კოენი, 2007).

11. ლუინ დევისის შინაგანი მხარე / Inside Llewyn Davis (ითან კოენი, ჯოელ კოენი, 2013).

12. ზოდიაქო / Zodiac (დევიდ ფინჩერი, 2007).

13. კაცობრიობის შვილი / Children of Men (ალფონსო კუარონი, 2006).

14. მკვლელობის აქტი / The Act of Killing (ჯოშუა ოპენჰაიმერი, 2012).

15. 4 თვე, 3 კვირა და 2 დღე / 4 Months, 3 Weeks and 2 Days (კრისტიან მუნჯიუ, 2007).

16. კორპორაცია "ჰოლი მოტორსი" / Holy Motors (ლეოს კარაქსი, 2012).

17. ფავნის ლაბირინთი / Pan’s Labyrinth (გილერმო დელ ტორო, 2006).

18. თეთრი ლენტი / The White Ribbon (მიჰაელ ჰანეკე, 2009).

19. შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა / Mad Max: Fury Road (ჯორჯ მილერი, 2015).

20. ნიუ იორკი, ნიუ იორკი / Synecdoche, New York (ჩარლი კაუფმანი, 2008).

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ

myquiz