ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი გახდა | Allnews.Ge

ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი გახდა

ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის არასრული პროფესორი გახდა.

მსახიობი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ არსებულ ახალ სამაგისტრო პროგრამაში ჩაერთვება.

კურსი მომავალ წელს დაიწყება და მისი ორგანიზატორი მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრია.

"უმნიშვნელოვანესია, წინ წამოვწიოთ დისკუსია ქალთა უფლებების შესახებ და დანაშაულების წინააღმდეგ, რომლებიც უმეტესად ქალებზე ხორციელდება. ძალადობა კონფლიქტის დროს, სექსუალური ძალადობა და ა.შ.", - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

"ვაპირებ ვასწავლო და თავადაც ვისწავლო სტუდენტებისგან. გავუზიარო სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მუშაობის დროს მიღებული პირადი გამოცდილება ", - დასძენს ჯოლი თავის განცხადებაში.

ოსკაროსან მსახიობს, ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, უილიამ ჰეიგიც შეუერთდება.

მომზადებულია reuters.com-ს მიხედვით.

myquiz