Radiohead ინტერნეტსივრციდან გაქრა | Allnews.Ge

Radiohead ინტერნეტსივრციდან გაქრა

ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის არსებობის ოფიციალური კვალი ინტერნეტსივრციდან გაქრა. გუშინ, ჯგუფი გაქრა "ფეისბუქიდან", "ტვიტერიდან" და ოფიციალური საიტიდან, საიდანაც გამქრალია აბსოლუტურად მთელი კონტენტი.

ცარიელია ბენდის სოლისტის, ტომ იორკის ტვიტერის გვერდიც.

მომხდართან დაკავშირებით, Radiohead-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

მსმენელთა თქმით, ინტერნეტსივრციდან გაქრობა შესაძლოა, ახალ ალბომთან დაკავშირებული  სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყოს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის წინა ორი ალბომი, In Rainbows და King of Limbs ყოველგვარი ანონსების გარეშე გამოვიდა. თუმცა, გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯგუფმა იგივე სახელების მქონე იურიდიული პირები დაარეგისტრირა.

2016 წლის იანვარში, Radiohead-მა ორი საწარმო დაარეგისტრირა, სახელწოდებით Dawn Chorus LLP და Dawnchoruss Ltd, ხოლო შაბათს ჯგუფის თაყვანიმცემლებს უცნაური წერილები მიუვიდათ, წარწერით:

"ჩვენ ვიცით სად ცხოვრობთ".

გავრცელებული ხმების თანახმად, ჯგუფი ახალ ალბომს 2016 წლის პირველ ნახევარში გამოუშვებს.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz