რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები ბილეთებიდან გასაყიდი მხოლოდ 498 ბილეთი დარჩა | Allnews.Ge

რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები ბილეთებიდან გასაყიდი მხოლოდ 498 ბილეთი დარჩა

მომღერალ რობი უილიამსის კონცერტზე 498 ბილეთი დარჩა გასაყიდი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” tkt.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა მარიამ მორგოშიამ განუცხადა, რობი უილიამსის კონცერტზე დასასწრები 36 000-მდე ბილეთი უკვე გაიყიდა, დარჩა 498 ბილეთი, რომელთა ღირებულება 20 და 130 ლარია.

რაც შეეხება ჯგუფ  MAROON 5-ის კონცერტს, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრები 20 000 ბილეთი გაიყიდა. დარჩენილია 10 000 ბილეთი, თითოეულის ღირებულება 40 ლარია.

პროექტიCheck in Georgia-ს ფარგლებში რობი უილიამსი კონცერტს 27 მაისს, თბილისში "დინამო არენაზე" გამართავს. ჯგუფ Mაროონ 5-ის კონცერტი კი, 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე მოეწყობა.

myquiz