ვინ იყო ოსკარი? | Allnews.Ge

ვინ იყო ოსკარი?

28 თებერვალს ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. შოუს კომიკოსი კრის როკი წაიყვანს.

"ოსკარი" პირველად 1929 წელს, ლოს-ანჯელესში "ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში" გაიმართა. ღონისძიება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და მას 270 ადამიანი დაესწრო. მაშინდელი წვეულების ბილეთის ღირებულება 5 დოლარი იყო (2015 წლის კურსით 69 დოლარი). 

რაც შეეხება ოსკარის სახელის წარმოშობას, ის დღესაც სადავოა. ბეტი დეივისის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს თითქოს, კინოაკადემიის პრიზს სახელი დეივისის პირველი ქმრის, მუსიკოს ჰარმონ ოსკარ ნელსონის გამო დაერქვა.

არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც კინოაკადემიის მაშინდელ აღმასრულებელ მდივანს, მარგარეტ ჰერიკს უკავშირდება.

1931 წელს, როცა ჰერიკმა პირველად დაინახა ქანდაკება, წამოიძახა დღეს უკვე ლეგენდად ქცეული სიტყვები,

"ეს ხომ ბიძაჩემი ოსკარია".

ფაქტს ჟურნალისტი სიდნი სკოლსკი შეესწრო, რომელმაც მოგვიანებით, თავის სტატიაში დაწერა, რომ კინოაკადემიის "თანამშრომლებმა მათ ცნობილ ქანდაკებას უკვე მოუფიქრეს საყვარელი სახელი, "ოსკარი".

აღსანიშნავია, რომ სიტყვა "ოსკარი" ბეჭდურ მედიაში პირველად, თაიმის 1934 წლის სტატიაშია ნახსენები, რომელიც კინოაკადემიის რიგით მე-6 ცერემონიას მიმოიხილავს.

როგორც ცნობილია, კინოაკადემიამ ოფიციალურად მხოლოდ 1939 წელს უწოდა თავის ქანდაკებას "ოსკარი". 1950 წლიდან ქანდაკება უკვე იურიდიულად დაცულია საკუთრების უფლებით.

არც გამარჯვებულებს და არც მათ მემკვიდრეებს არ შეუძლიათ მისი გაყიდვა. გაყიდვის სურვილის შემთხვევაში, მათ საკუთრებაში არსებული "ოსკარი", 1 დოლარად ჯერ კინოაკადემიას უნდა შეთავაზონ.

წარმოგიდგენთ, რიგით 88-ე "ოსკარის" მთავარ ნომინაციაში წარდგენილ ფილმებსა და მსახიობებს:

საუკეთესო ფილმი:

"ოთახი" – Room

“მარსელი" –The Martian

"ჯაშუშთა ხიდი" – Bridge of spies

"რევენანთი" – The Revenant

"ყურადღების ცენტრში" – Spotlight

"ბრუკლინი" –Brooklyn

"დიდი აფერა" – The big short

"შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" – Mad Max Fury Road

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი:

ლეონარდო დიკაპრიო - "რევენანთი"

ბრაიან კრენსტონი - "ტრამბო"

მაიკლ ფასბენდერი - "სტივ ჯობსი"

ედი რედმეინი - "დანიელი გოგონა"

მეთ დეიმონი - "მარსელი"

საუკეთესო მსახიობი ქალი:

კეიტ ბლანშეტი - "ქეროლი"

სირშა რონანი - "ბრუკლინი"

ბრი ლარსონი - "ოთახი"

ჯენიფერ ლოურენსი - "ჯოი"

შარლოტა რემპლინგი - "45 წელი"

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში:

სილვესტერ სტალონე - "კრიდი"

კრისტიან ბეილი - "დიდი აფერა"

მარკ რაფალო - "ყურადღების ცენტრში"

მარკ რაილენსი - "ჯაშუშთა ხიდი"

ტომ ჰარდი - "რევენანთი"

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში:

კეიტ უინსლეტი - "სტივ ჯობსი"

რუნი მარა - "კეროლი"

ჯენიფერ ჯეისონ ლი - "საძულველი რვა"

რეიჩელ მაკადამსი - "ყურადღების ცენტრში"

ალისია ვიკანდერი - "დანიელი გოგონა"

საუკეთესო რეჟისორი:

ალეხანდრო გონსალეს ინარიტუ - "რევენანთი"

ლენი აბრაჰამსონი - "ოთახი"

ჯორჯ მილერი - "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა"

ადამ მაკი - "დიდი აფერა"

ტომ მაკარტი - "ყურადღების ცენტრში"

საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

"ცხვარი შონი" –Shaun The Sheep

“ანომალისა" - Anomalisa

"როდესაც მარნი იყო აქ" - When Marnie Was There

"ბიჭი და სამყარო" - Boy and the world

"თავდაყირა" - Inside Out

საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი:

"სოლის შვილი" – Son of Saul

"მუსტანგი" – Mustang

"თიბი" - Theeb

"ომი" - A war

"გველის ხვევნა" - Embrace of the serpent

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" ლეონარდო დიკაპრიოს გადაეცა - იხილეთ გამარჯვებულები

myquiz