რატომ არის ბელორუსი ჩვენზე 2-ჯერ მდიდარი? - გიორგი ქადაგიძის პოსტი | Allnews.Ge

რატომ არის ბელორუსი ჩვენზე 2-ჯერ მდიდარი? - გიორგი ქადაგიძის პოსტი

რატომ არის ბელორუსი ჩვენზე 2ჯერ მდიდარი? - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს.

"მეოცე საუკუნე იმითაც იყო გამორჩეული რომ ყოველმა შემდეგმა თაობამ მშობლებისგან უკეთესი (უკიდურეს შემთხვევაში იგივე) ქვეყანა ჩაიბარა თითქმის ყველა მიმართულებით.

ასე მაგალითად 50იანი წლების თაობამ უკან ჩამოიტოვა 30 წლების უმუშევრობა და შიმშილი, შემდეგ იყო ინფრასტუქტურის მშენებლობა, 70იანები, ტექნოლოგიური და ჯანდაცვის პროგრესი და ასე შემდეგ. შედეგად განვითარებული და არც ისე მსოფლიო მივიდა იქამდე სადაც დღეს არის. თავისი პრობლემებით მაგრამ უფრო მდიდარი ვიდრე ოდესმე.

საქართველოში არის ერთი თაობა, რომელმაც თავის შვილებს იმის მესამედი (1/3) დაუტოვა, რაც მანამდე თვითონ არაფერში მიიღო. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ 90იან წლებში 70% დაკარგა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ეს იყო, ისტორია ჩაცხრილულ ამხანაგზე, ემიგრაციაში წასული ყოველი მესამე მშობელი, ენერგოდეფიციტში, კრიმინალში და სრულ უპერსპექტივობაში გატარებული მოზარდობა. შესაბამისი ტრამვებით რომელიც ყოველდღე თავს გვახსენებს, მაგრამ როგორც ამ დროს ამბობენ ხოლმე, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ჰოდა რატომ არის ბელორუსი საქართველოზე 2-ჯერ უფრო მდიდარი მათ ჰკითხეთ, ისევ ეგ ხალხი და მათი იდეური მემკვიდრეები გველაპარაკებიან და გვასწავლიან ყოველდღე ტელევიზორიდან თუ როგორ უნდა ქვეყნის მშენებლობა, სიყვარული და გაგება.

მათ ხომ ყველაფერი იციან, ყველაფერი და ყოველთვის", - წერს გიორგი ქადაგიძე.

myquiz