რამდენია კულტურის მინისტრის წლიური ანაზღაურება | Allnews.Ge

რამდენია კულტურის მინისტრის წლიური ანაზღაურება

წარსულში საქართველოს წყალბურთის ეროვნული გუნდის, თბილისის "დინამოს" წყალბურთის გუნდისა და საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრების წევრი, მიხეილ გიორგაძე, 2014 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მინისტრის წლიურმა შემოასავალმა 75 ათასი ლარი შეადგინა.

2017 წლის 24 მარტს, მის სახელფასო ანგარიშზე 3729,82 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე კი 7550,37 ლარი ფიქსირდებოდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი "ლიბერთი ბანკის" 104 021 ფასიან ქაღალდს ფლობს, რომლის ღირებულება 0,01 ლარს შეადგენს. მიხეილ გიორგაძის 100%-იან კუთვნილებაშია 87 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, გაბაშვილის 1, ბ. 11-ში, აღნიშნული ფართი 2005 წელს არის შეძენელი. მისი მეუღლის, ნინო ქომეთიანის, სახელზე დარეგისტრირებულია 166 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში ი, ჭავჭავაძის გამზ. 83, ბ. 18-19-ში.

დეკლარაციის შევსების დროს, ოჯახის წევრების სახელზე არ ფიქსირდება მოძრავი ქონება და ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება. ოჯახი არ მონაწილეობს არანაირ სამეწარმეო საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ გიორგაძე პროფესიით ეკონომისტია. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და ევროპული მენეჯმენტის პროგრამა 1991 წელს დაამთავრა. 1992-1993 წლებში, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტში სახელმწიფო მრჩეველის პოზიციას იკავებდა. 1993-1994 წლებში საგარეო ეკონომიკური საკითხების კომიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსი იყო.

რამდენია თბილისის თეატრების მსახიობების საშუალო ანაზღაურება

1994-1997წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "მსოფლიო ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერის; 1998-2014წწ. შპს "ისთერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერის; 2001 წელს "ბი-ფი-არ პროდაქშენის" პროგრამა "ხელოვნების მენეჯმენტის" კონსულტანტის (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); 2003-2005წწ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერის პოზიციებს იკავებდა. მინისტრობამდე კი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

მინისტრს ერთი შვილი, ილია გიორგაძე და გერი, ანდრია კურცხალია ჰყავს.

myquiz