თბილისიდან ბაქოს მიმართულებით საჰაერო ტაქსით ფრენა 6000 დოლარი დაგიჯდებათ | Allnews.Ge

თბილისიდან ბაქოს მიმართულებით საჰაერო ტაქსით ფრენა 6000 დოლარი დაგიჯდებათ

საქართველოს საჰაერო ზონაში, 2016 წლის დეკემბრიდან კომერციული აეროტაქსი გამოჩნდა. კერძო კომპანია მსურველებს, ბიზნეს კლასის სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილ 5 ადგილიან სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტს სთავაზობს.

ფრენები, როგორც ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, ისე მის გარეთაც სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე, საჰაერო ტაქსი გადაადგილება შესაძებელია ყველგან, სადაც აეროპორტია. ფასი 1 500 დოლარიდან იწყება და მარშრუტსა და ფრენის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაადგილებას - ერევანში საჰაერო ტაქსით გადაადგილება, ორივე გზაზე 3 850, ხოლო აზერბაიჯანში, ბაქოს აეროპორტის ფასებიდან გამომდინარე, თითქმის ორჯერ უფრო ძვირი, 6 000 დოლარი დაგიჯდებათ.

4 თვის განმავლობაში, საჰაერო ტაქსიმ, უკვე შეასრულა ფრენები, რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, ირანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში.

 

ნარიტა ჩხაიძე

myquiz