"თი-ბი-სი ბანკი" ანაბრებთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს | Allnews.Ge

"თი-ბი-სი ბანკი" ანაბრებთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

"თი-ბი-სი ბანკი" მოთხოვნამდე ტიპის ანაბრებზე - ჩემი სეიფი და შემნახველი ანაბარი საპროცენტო განაკვეთებს ცვლის. აღნიშნულის შესახებ ბანკმა მოქალაქეები 29 მარტს გააფრთხილა. მათი ცნობით, ფიზიკური პირების შემნახველ და "ჩემი სეიფის" ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები 1 მაისიდან შეიცვლება.

კერძოდ, დოლარისა და გირვანქის ჩემი სეიფის საპროცენტო განაკვეთები 2%-დან 1.25-მდე მცირდება; ხოლო ევროს ანაბრის საპროცენტო განაკვეთი 1 მაისიდან 0.30% გახდება მაშინ, როცა არსებული განაკვეთი 0.50%-ი იყო. აღსანიშნავია, რომ ლარის ანაბრის საპროცენტო განაკვეთები არ იცვლება.

რაც შეეხება შემნახველი ანაბრის საპროცენტო განაკვეთებს, იცვლება მხოლოდ დოლარისა და გირვანქის ანაბრების განაკვეთი და თუ არსებული განაკვეთი 1%-ია, 1 მაისიდან 0.50%-ი გახდება. ლარის და ევროს ანაბრის საპროცენტო განაკვეთები კი უცვლელი რჩება.

myquiz