რატომ ღირს თბილისში 1 კგ ალუჩა 109 ლარი | Allnews.Ge

რატომ ღირს თბილისში 1 კგ ალუჩა 109 ლარი

თბილისის ჰიპერმარკეტ "გუდვილში" 1 კილოგრამი ალუჩის ღირებულება 109 ლარია, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. Allnews.ge ჰიპერმარკეტსა და ეკონომისტს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, თუ რატომ აქვს ალუჩას ასეთი ფასი.

ჰიპერმარკეტის ინფორმაციით, ალუჩის ასეთი ღირებულება მისი იმპორტულობიდან გამომდინარე განისაზღვრა, რადგან მისი შემოტანა ჰოლანდიიდან ხდება, - "ამ ეტაპზე სულ გაიყიდა და ჩვენი ვარაუდით, მისი შემოტანა კიდევ მოხდება," - განმარტავენ ჰიპერმარკეტში.

"ერთ კილო ალუჩად ქუთაისიდან მილანში დავფრინავთ" - რას წერენ ალუჩაზე

ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, 1 კგ ალუჩა დაახლოებით 110 ლარი არა მისი იმპორტულობის, არამედ ბაზარზე მოთხოვნის გამო ღირს, - "ასეთი ფასი არსებული მოთხოვნიდან და მიწოდებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, იმპორტიორი მოგების მიღებას ცდილობს. ალუჩა ადგილობრივი რომ იყოს და ასეთი მოთხოვნით ხასიათდებოდეს, სავარაუდოდ, იგივე ღირებულება ექნებოდა," - განმარტავს ეკონომისტი.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში აზერბაიჯანში 1 კგ ალუჩის ღირებულება 600-დან 700 მანათამდე იყო, რაც ლარის ეკვივალენტში, დაახლოებით 800-100 ლარია.

აზერბაიჯანში 1 კილოგრამი ალუჩა 1000 ლარი ღირს

ალუჩა საქართველოში დაახლოებით მაისიდან შემოდის, შესაბამისად, პროდუქტზე ფასის კლებას უნდა ველოდოთ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz