მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია

ფასთა კოტირებით რომ ვიმსჯელოთ, მსოფლიოში ყველზე ძვირადღირებულ კომპანიას Apple წარმოაგდნს, რომლის ღირებულება 730 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას Google - 570 მილიარდი დოლარის ღირებულებითა და Microsoft - 503 მილიარდით მოსდევს.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ იმ კომპანიებთან, რომლებიც ბირჟაზე არ არიან წარმოდგენილნი. კერძო კომპანიებს შორის Apple-ისთვის რეალური კონკურენციის გაწევა, მხოლოდ საუდის არაბეთის ნავთობკომპანიას Saudi Aramco-ს შეუძლია. Bloomberg-ის ინფორმაცით, მიმდინარე კვირას აღნიშნული კომპანიის ფასმა მკვეთრად მოიმატა და მისმა ღირებულებამ სავარაუდოდ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ის რომ Saudi Aramco ყველაზე დიდი ნავთობკომპანიაა, უკვე დიდი ხანია ცნობილია. თუმცა მისი ადეკვატურად შეფასება ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუძლებელი იყო - თუ კომპანიის აქციები ბირჟაზე არ იყიდება, ის ვალდებული არ არის ანგარიში წარადგინოს მკაცრი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საკუთარი ნავთობკომპანიის პოტენციური ღირებულების გასაზრდელად საუდის არაბეთმა 26 მარტს Saudi Aramco-ს საშემოსავლო გადასახადი შეუმცირა. ახლა კომპანია ბიუჯეტში შემოსავლის 85%-ის ნაცვლად 50%-ის იხდის.

საგადასახადო რეფორმის გათვალისწინებით, კომპანიის ღირებულება ტრილონს ნამდვილად აჭარბებს, შემფასებელი კომპანიის ინფორმაციით, მისი ფასი 1 დან 1,5 ტრილიონს შორის მერყეობს, რამაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი მოუპოვა.

myquiz