ზესტაფონში ქარის ელექტროსადგური აშენდება | Allnews.Ge

ზესტაფონში ქარის ელექტროსადგური აშენდება

ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, პროექტს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" და შპს "ჯეოკრაფტი" დაახლოებით, 18 თვეში განავითარებენ.

40-50 ტურბინისგან შემდგარი ელექტროსადგურის სიმძლავრე 150 მგვტ იქნება - ამის შესახებ Allnews.ge-ს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.

"პროექტი ორ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებაა, რომლის დასრულების ვადაც, დაახლოებით 12-15 თვეა. კვლევის შემდეგ დაიწყება მეორე ფაზა, რა დროსაც გადაწყდება, როგორ განხორციელდება პროექტი, რადგან ეს შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს. ქარის ელექტროსადგურის ტერიტორია დიდ ფართობს მოიცავს და ქალაქ ზესტაფონიდან დაახლოებით, 40 კმ-ში სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზეა,"-განმარტავს თორნიკე ყაზარაშვილი.

როგორ მუშაობს გორის ქარის ელექტროსადგური და შეძლებს თუ არა საქართველო "მწვანე ენერგიაზე" გადასვლას

მისი თქმით, ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის ღირებულება დაახლოებით 227 მილიონი აშშ დოლარია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz