მილიარდერთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია | Allnews.Ge

მილიარდერთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. "ფორბსის" მიხედვით, ამ სტატუსს უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი ფლობს. მათგან 233 გასულ წელს გახდა მილიარდერი.

ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, ბილ გეითსი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს. მისი ქონება დაახლოებით, 86 მილიარდ დოლარს შეადგენს, მას მოჰყვება ინვესტორი უორენ ბაფეტი, მესამე ადგილზე კი "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. ხუთეულში ასევე მოხვდა "ფეისბუქის" შემქმნელი მარკ ცუკერბერგი, 56 მილიარდი დოლარით.

რაც შეეხება მილიარდერს საქართველოდან, ბიძინა ივანიშვილს, იგი საერთო რეიტინგში 367-ე ადგილზეა, 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.

"ფორბსის" ცნობით, ყველაზე მეტი მილიარდერი აშშ-ში ცხოვრობს, მათი რაოდენობა 565-ს აღწევს, საერთო ქონება კი 2,76 ტრილიონ დოლარს შეადგენს. აშშ-ის ჩინეთი და გერმანია მოჰყვება.

გასულ წელს, 202-დან 227-მდე გაიზარდა ქალი მილიარდერების რაოდენობაც. თუმცა, ყველაზე მდიდარი ქალები მსოფლიოში მცხოვრები მილიარდერების საერთო რაოდენობის მხოლოდ 11%-ს შეადგენენ.

myquiz