იმერული ხაჭაპურის გამოცხობა ინდოეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში | Allnews.Ge

იმერული ხაჭაპურის გამოცხობა ინდოეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ფასია მოყვანილი.

ინდექსის თანახმად, იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი - 12.28 ლარი სინგაპურში ჯდება, მეორე ადგილზეა აშშ - 10.71 ლარი. შედარებით ნაკლები შვეიცარიაში - 8.13 ლარი, იტალია - 7.29 ლარი და საბერძნეთი - 7.25 ლარი.

ყველაზე იაფი იმერული ხაჭაპურის მომზადება ინდოეთშია (2.91 ლარი), რაც 26%-ით იაფია საქართველოში არსებულ ღირებულებაზე.

ინდექსის შედგენისას IშEთ დაეყრდნო საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრებისგან მიწოდებულ ხაჭაპურისთვის საჭირო ინგრედიენტების ფასს. IშEთ-ის ინფორმაციით, ხშირად უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები ქართველები ვერ ახერხებენ იმერული ყველის ყიდვას და იმერული ხაჭაპურის მოსამზადებლად მოცარელას ან ფეტას იყენებენ. თუმცა, მოცარელას ფასი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

წყარო: bpn.ge

myquiz