რა ქონებას ფლობს პარლამენტის უხუცესი წევრი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს პარლამენტის უხუცესი წევრი

მე-9 მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი, რევაზ არველაძე, 75 წლისაა. სწორედ, მან წაიყვანა საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომაც.

რევაზ არველაძემ ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა, ელექტრული ქსელებისა და სისტემების მიმართულებით. აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

რაც შეეხება ოჯახს, ჰყავს მეუღლე მარინა ხომერიკი, შვილი გიორგი არველაძე, რძალი რუსუდან ტყეშელაშვილი და 2 შვილიშვილი.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, დეპუტატი ი. აბაშიძის ქუჩაზე არსებული 90 კვმ არასაცხოვრებელი ფართის, 50%-იან წილს ფლობს. ასევე, ამავე ქუჩაზე მდებარე 245,92 კვმ ფართობის ბინის, 50%-ს ფლობს, რომელიც 270 000 $ არის შეფასებული.

დეპუტატის მეუღლე, კრონშტანტის ქუჩაზე მდებარე ორი საცხოვრებელი ბინის 100%-იან წილის მფლობელია, რომელთა ფართობიც, 73,3 კვმ და 125,5 კვმ-ია. რევაზ არველაძის შვილის მფლობელობაში ირიცხება, თელავში 2 მიწის ნაკვეთი, რომელთა ღირებულება 60 000 და 54 000 ლარია. გიორგი არველაძეს ეკუთვნის ასევე, თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სარდაფი, ავტოფარეხი და ამავე ადგილზე მდებარე, 216,95 კვმ ფართობის, საცხოვრებელი ბინა. იგი ასევე ფლობს, ბინას წყნეთის გზატკეცილზე და მიწის ნაკვეთს დაბა კოჯორში.

დეპუტატმა მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ახმეტის რაიონში. მის საკუთრებაშია თბილისის ზღვის მიმდებარედ, გარდაბანში არსებული ორი მიზის ნაკვეთი.

პარლამენტარი აქვს ორი მსუბუქი ავტომობილი, 54 000, დოლარად შეფასებული 2014 წლიანი Toyota Land Cruiser Prado და 15 000 დოლარის ღირებულების 2002 წლიანი Mercedes ML 320. დეპუტატის მეუღლის საკუთრებაშია, 2013 წლიანი ACURA MDX, რომლის ღირებულებაც 27 000 დოლარს აღწევს. რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს, რევაზ არველაძე ფლობს ორ თამასუქს 190 000 და 127 000 დოლარის ღირებულების, და ერთ ობლიგაციას, 80 000 დოლარის ოდენობით. დეპუტატის შვილი, გიორგი არველაძე კი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების მფლობელია და მათი ღირებულება, 28 500 ფუნტი სტერლინგია.

რევაზ არველაძის, "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ფიქსირდება 21717,81 ლარი, 47292,71 დოლარი და 3040,43 ევრო.

დეპუტატის მეუღლის, მარინა ხომერიკის "ლიბერთი ბანკის" საანაბრო ანგარიშზე ირიცხება 3000 ლარი. რევაზ არველაძე, შპს უნიკორპის, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს, 50%-ს ფლობს. ასევე, შპს არველაძე და ვაჟიშვილების 34%-იანი წილის მფლობელია.

რაც შეეხება დეპუტატის წინა წლის სახელფასო შემოსავალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორის საქმიანობის შესრულებისთვის, წლის განმავლობაში ჯამში 3032,53 ლარი მიიღო, ხოლო პარლმენტში, ერთთვიანი საქმიანობისთვის, ანაზღაურების სახით 7090,90 ლარი დაერიცხა.

myquiz