რა ქონებას ფლობს ემზარ კვიციანი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ემზარ კვიციანი

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი, ემზარ კვიციანი, 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრი გახდა. მას მეუღლე, თეთნულდი ანსიანი და სამი შვილი - გიორგი, იესე და გაბრიელა ჰყავს.

ემზარ კვიციანი 4 მიწის ნაკვეთს ფლობს. აქედან 2 წალკის რაიონ სოფელ საყდრიონში, ორი მათგანი კი აფხაზეთში, სოფელ გულრიფშის რაიონში მდებარეობს.

მის საკუთრებაში ასევე ორი საცხოვრებელი სახლია. პირველი, სოფელი წალკის რაიონ სოფელ საყდრიონშია, მისი ფართობი 5128 კვ.მ-ს აღწევს, რაც შეეხება აფხაზეთში, სოფელ ჩხალთაში არსებულ სახლს მისი ფართობი 300 კვ.მ-ია.

ემზარ კვიციანს ოთხი საბანკო მიმდინარე ანგარიში აქვს:

1. 4723,26 ლარი - "თი-ბი-სი" ბანკში;

2. 1985 დოლარი - "ლიბერში ბანკში;"

3. 4723,26 ლარი - "თი-ბი-სი" ბანკში;"

4. 1985 დოლარი - "ლიბერთი ბანკში."

myquiz