12.01.2017 / 13:54
შრიფტის ზომა:

რა სესხები აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრებს

სესხი დღეს ოჯახების უმეტესობას აქვს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მათ შემოსავალსა და კაპიტალს. რიგითი მოქალაქეების მსგავსად, საკრედიტო მომსახურებით საჯარო სექტორში დასაქმებული მაღალანაზღაურებადი პირებიც სარგებლობენ, რომლებიც ხელისუფლებაში არიან.

1. ელენე ხოშტარია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის" ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 4 635 ლარია. მისი მიმდინარე სახელფასო ანგარიში 1 000 ლარს, ხოლო, მიმდინარე ანგარიში 100 ლარს შეადგენს. ხოშტარიას იპოთეკური სესხი 126 000$-ის ოდენობით "თი-ბი-სი" ბანკისგან აქვს აღებული.

2. სოზარ სუბარი - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. მისი მიმდინარე სახელმფასო ანგარიშხე 557 ლარია, ხოლო სესხი "ბანკი ქართუდან" აქვს აღებული140 000$-ის ოდენობით.

3. თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 505 ლარია. მის მიმდინარე ანგარიშზე 5 000 ლარია, ხოლო სესხი - 135 000$, რომელიც "საქართველოს ბანკისგან"აქვს აღებული.

4. ადა მარშანია - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა" და პარლამენტის წევრი. მისი ყოველთვიური ხელფასი 3 790 ლარია, ხოლო სესხი - 18 800$, რომელიც "თი-ბი-სი" ბანკისგან აქვს აღებული;

5. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი. წულუკიანის მიმდინარე სახელფასო ანგარიში "საქართველოს ბანკში" 2799 ლარია, ხოლო მიმდინარე ანგარიში "კრედი ლიონეში" 1519 ევრო. სტრასბურგში ბინის შესაძენად აღებული აქვს სესხი - 248 500 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, აქვს 15 610 ლარისა და 10 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხები "საქართველოს ბანკში".

6. ოთარ კახიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პარლამენტის წევრი. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 790 ლარია, მიმდინარე სახელფასო ანგარიში "თი-ბი-სი" ბანკში 158,64 ლარი, ხოლო სამომხმარებლო სესხი 11 000$ და 140 000$-ის ოდენობით, ასევე "თი-ბი-სი" ბანკში.

7. გიორგი გახარია - ეკონომიკის მინისტრი. მისი მიმდინარე ანგარიში "რაფფაიზენ ბანკში" 102 900 აშშ დოლარია, ხოლო "საქართველოს ბანკში" 600 ლარი. მისი საკრედიტო ხელშეკრულება ავტოგანვადებისთვის -11 370$-ია, ხოლო სადაზღვეო სესხის ხელშეკრულება "ბანკ რესპუბლიკაში" 2 102,41$-ს უტოლდება.

8. ტარიელ ხეჩიკაშვილი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. მისი მიმდინარე ანგარიში "საქართველოს ბანკში" 8689,52$, 3479,02$ და 2563 ლარია. ასევე, მიმდინარე ანგარიში "თი-ბი-სი" ბანკში 44602,28$-ია.

რაც შეეხება სესხებს, სასესხო ხელშეკრულებები: 800 000 ლარი - შპს "კრეს ავტო ჰაუსი," 250 250 ლარი - შპს "იბერია ინვესტი," 600 000 ლარი - შპს "ავტოსტილი," 150 000 ლარი - შპს "სენა ავტო," 450 000 ლარი - შპს "იბერმობილი." იპოთეკური სესხი - 513 000 ლარი, "საქართველოს ბანკი."

9. დავით ნარმანია - თბილისის მერი. სახელფასო ანგარიში "თი-ბი-სი ბანკში" 4308 და 361,88 ლარია, "რესპუბლიკა ბანკში" 1612,96 ლარი, "პროკრედიტ ბანკში" 39,04 ევრო. მიმდინარე ანგარიში "თი-ბი-სი" ბანკში კი 3,20 ევროა.

რაც შეეხება სესხს, ნარმანიას საკრედიტო ბარათი - 4 000 ლარის ოდენობით, "თი-ბი-სი" ბანკში აქვს გახსნილი.

10. ნიკა მელია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 790 ლარს შეადგენს. მიმდინარე ანგარიში "საქართველოს ბანკში" 800 ლარს, ხოლო სახელფასო ანგარიში "ლიბერთი ბანკში" 12000 ლარს შეადგენს.

ნიკა მელიას სესხები: იპოთეკური სესხი საცხოვრებელი ბინის შესაძენად 80 000$, "ლიბერთი ბანკი;" იპოთეკური, სარემონტო სესხი 20 000$, "ლიბერთი ბანკი."

მარიამ მენაბდიშვილი