რა ქონებას ფლობს ირაკლი კობახიძე | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გასული წლის ნოემბერში გახდა. აღნიშნული მოვალეობის შესრულებისთვის მისმა ანაზღაურებამ 9305,89 ლარს მიაღწია. კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სასწავლო დაწესებულებაში გაწეული სამსახურისთვის მისმა ანაზღაურებამ ერთი წლის განმავლობაში 9760 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ნაღდი ფულის სახით არსებულ საკუთრებას, ქონებრივ დეკლარაციის მიხედვით, კობახიძე 9 500 ლარს ფლობს.

მისი თიბისი ბანკის ანგარიშზე, ანაბრის სახით არსებული თანხა, ჯამში 40 ათას აშშ დოლარს შეადგენს, მიმდინარე თანხა 500 ლარს აღწევს, სახელფასო ანგარიშზე კი 1842,10 ლარი ერიცხება.

რა ქონებას ფლობს კახა კალაძე?

მის მფლობელობაში არსებულ მოძრავ ქონებას ავტომობილი VW Tiguan წარმოადგენს.

საკანონმდებლო უწყების თავმჯდომარეს თბილისში წყნეთის 56 გზატკეცილზე 157,80 კვ.მ ფართობის ბინა და 20 კვ.მ ფართობის მქონე ავტოფარეხი აქვს.

myquiz