"ზარას" მფლობელი მსოფლიოს ნომერ მეორე მილიარდერია | Allnews.Ge

"ზარას" მფლობელი მსოფლიოს ნომერ მეორე მილიარდერია

ჩვენ გარშემო ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ ბრენდის ერთი ნივთი მაინც არ შეუძენია.

ალბათ სწორედ ამიტომაა"ზარას" მეპატრონე მსოფლიოს უმდიდრესთა სიაში მეორე ადგილზე.

"ფორბსის" ინფორმაციით, ამანსიო ორტეგა 67 მილიარდი დოლარის მფლობელია.

80 წლის ამანსიო ორტეგამ, ქსოვილების წარმოება ცოლთან ერთად, 1963 წელს დაიწყო.

80-იან წლებში, ესპანეთში პირველი მაღაზია გახსნა, რომელიც მისი ბიზნეს იმპერიის დასაწყისი გახდა. ორტეგა ე.წ. self made man-ია, ანუ ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხელით შექმნა წარმატება. მართალია, "ზარას" ხშირად ადანაშაულებენ, რომ მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების კოლექციების კოპირებას ახდენს და შემდეგ გაცილებით იაფად ყიდის თავისი ბრენდის სახელით, მაგრამ ფაქტია, "ზარა" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია.

მილიარდერი, მილიარდების გარეშე

ორტეგა ამჟამად Zara-ს, Massimo Dutti-ს, Pull&Bear-ს, Tempre-ს, Oysho-ს, Kiddy’s Class-ის Stradivarius-ისა და Bershka-ს 59,29%-ს ფლობს.

კომპანიაში 92 000 თანამშრომელია დასაქმებული. ამანსიო ორტეგას შესახებ ბევრი პუბლიკაცია დაიწერა და წიგნიც კი გამოიცა, სახელად From Zero to Zara (ნულიდან ზარამდე).

გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვა

ამანსიო ორტეგას წარმატების პრინციპები:

1. პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვის ყველა ეტაპის ერთ ხელში მოქცევა და გაკონტროლება.

როცა მშობლიურ ესპანეთში ბიზნესსაქმიანობას იწყებდა, ამანსიოს არ დაუქირავებია იაფფასიანი მუშახელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად. მთელ საქმეს, თუნდაც დიდ ფასად, ასრულებდნენ თანამშრომლები უშუალოდ კომპანიის სიახლოვეს. ამიტომაც საქონელს 12-ჯერ სწრაფად აწვდიდნენ მყიდველს, ვიდრე კონკურენტები. თანაც, არ იყო საჭირო ფულის ხარჯვა შუამავლების მომსახურებისთვის, რაც საშუალებას იძლეოდა, საქონელი უფრო იაფად გაეყიდათ.

2. ამანსიო სამოსს მცირე პარტიებად აწარმოებდა. ეს მას აძლევდა საშუალებას, უარი ეთქვა დიდი ფართობის ძვირად ღირებული საწყობების საიჯარო გადასახადზე თუ ყიდვაზე.

3. ბრენდის ამოქმედებისთანავე ის მსოფლიოს მოდური სახლების კოლექციების კოპირებას ახდენდა და საკუთარ დიზაინერულ შტრიხებს ამატებდა, რაც საშუალებას აძლევდა, ყოველთვის აქტუალური და მოდური ყოფილიყო. ამისთვის გაკრიტიკებას ბიზნესმენი არასდროს შეუჩერებია.

4. სწორება მასებზე აიღო.

ორტეგა მალე მიხვდა, რომ ძვირად ღირებულ ნივთებს მხოლოდ საზოგადოების შეძლებული ფენა ყიდულობს.

შეძლებული ადამიანი კი არც ისე ბევრია. მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო ღირებულების ნივთებს არჩევს და თანაც, სურს, დახლზე ერთდროულად მოდური და არცთუ ძვირად ღირებული სამოსი ნახოს. სწორედ აქ გააკეთა სწორი გათვლა ორტეგამ და ამან აქცია ის ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენად.

myquiz