ბიძინა ივანიშვილის ქონება დონალდ ტრამპისას აღემატება | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილის ქონება დონალდ ტრამპისას აღემატება

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა.

ტრამპის თქმით, მისი ქონება ათ მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, თუმცა, სინამდვილეში არავინ იცის, რამდენს ფლობს ექსტრავაგანტული პოლიტიკოსი.

ჟურნალ "ფორბსის" შეფასებით, ტრამპის ქონება 4,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, "ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსის თანახმად კი, ეს თანხა 2,9 მილიარდი აშშ დოლარია.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, Forbes 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა და წინა წლის რეიტინგთან შედარებით, შვიდი პოზიციით დაქვეითდა.

2016 წლის რეიტინგის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს მილიარდერებს შორის 298-ე პოზიციაზეა 4,8 მილიარდი დოლარის ქონებით.

აღსანიშნავია, გასული წლის რეიტინგში ბიძინა ივნიშვილი 5,2 მილიარდი დოლარით 291-ე ადგილს იკავებდა.

myquiz