ღვინის ინდუსტრია საფრთხის წინაშეა | Allnews.Ge

ღვინის ინდუსტრია საფრთხის წინაშეა

კლიმატური ცვლილებები ღვინის წარმოებას საფრთხეს უქმნის. ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში ღვინის წარმოების დონე წელს, 5 პროცენტით შემცირდება. მათივე ინფორმაციით, ამ კუთხით 2016 წელი ყველაზე ცუდი წელი იქნება 2000 წლის შემდეგ.

სპეციალისტების განმარტებით, ღვინის წარმოების შემცირების მთავარი მიზეზი კლიმატური ცვლილებებია. აღნიშნულის გამო ღვინის წარმოების დონე შემცირდება განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკის რეგიონში, კერძოდ, ჩილესა და არგენტინაში.

"სიენენის" ცნობით, მსოფლიო კლიმატური მოვლენის "ელ-ნინიოს" შედეგად გამოწვეულმა უჩვეულოდ უხვმა ნალექმა ვენახები დააზიანა. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ წითელი ყურძნის ჯიშები "კაბერნე-სოვინიონი" და "მალბეკია".

ლურჯი ღვინო - ინოვაცია ღვინის ინდუსტრიაში

ამინდის ცვალებადობის გამო მსოფლიოს წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და საფრანგეთიც დაზარალდნენ, თუმცა, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია, აშშ-ი და ესპანეთი, მოსალოდნელია ღვინის წარმოების გაუმჯობესება, რაც ღვინის წარმოების კუთხით მსოფლიოს საერთო დანაკლისს ნაწილობრივ შეავსებს.

აისახება თუ არა ღვინის წარმოების შემცირება ღვინის მოხმარებაზე, ეს ჯერ უცნობია. სპეციალისტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

საქართველოში ერთი ადამიანი წლიურად საშუალოდ 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს

myquiz