23.09.2016 / 12:17
შრიფტის ზომა:

რა ქონებას ფლობს კახა კალაძე?

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეორე ნომერი, კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტს 4 წლის განმავლობაში, 2012-16 წლებში იკავებდა.

წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, კახა კალაძის მიერ მინისტრის პოსტზე მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა 75 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ნაღდი ფულის სახით არსსებულ საკუთრებას, კახა კალაძე 40 000 ლარს ფლობს, მისი მეუღლე, ანა არეშიძე კი 23 000.

2016 წლის მონაცემებით, კალაძის წლიური შემოსავალი Rolls Royce Phantom მსუბუქი ავტომობილის გაყიდვით, 230 000 ევროა. ის ასევე სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და ქალაქ კიევის გოლოსევსკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ინფორმაციით, 2004 წლიდან დღემდე კალაძის შემოსავალი 430 000 აშშ დოლარი და 215 000 ევროა.

კახა კალაძე "ბანკი ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 1189,95 აშშ დოლარს ფლობს. სხვა მსხვილი ანგარიშების სახით, "ინტეზა სან პაოლოს" ანგარიშზე 900 000 ევრო და 3 800 000 აშშ დოლარი აქვს; "ბანკ ფინანსურ ინიციატივაში" 20 000 აშშ დოლარი, ხოლო jiulius baer-ის ანგარიშზე 4 000 000 ევრო ფიქსირდება.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, კალაძე თბილისსა და კიევში ორ-ორი ბინას, დაბა წყნეთში ორ, ხოლო სამტრედიაში ერთ საცხოვრებელ ფართს ფლობს. საქართველოს მასშტაბით 7, ხოლო უკრაინაში ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს. რაც შეეხება არასაცხოვრებელ ფართებს, მათი რაოდენობა სამს შეადგენს, ერთი თბილისში, ხოლო ორი სამტრედიაში.

მოძრავი ქონების სახით, კახა კალაძის მფლობელობაში ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის სამ-სამი ფერწერული ტილოა. ასევე, ყოფილი ვიცე-პრემიერი ორი "მერსედეს-ბენცის", ერთი "ფერარისა" და ერთი "ბენტლის" მარკის ავტომობილებისა და მოტოსატრანსპორტო საშუალება "ჰარლი დევიდსონის" მესაკუთრეა.