ლარი დოლართან მიმართებით 5 პუნქტით გაუფასურდა | Allnews.Ge

ლარი დოლართან მიმართებით 5 პუნქტით გაუფასურდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2941 ლარი გახდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2941 ლარი გახდება.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0510 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5377 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0226 ლარი შეადგინა.

myquiz