სად ღირს საწვავი ყველაზე იაფი | Allnews.Ge

სად ღირს საწვავი ყველაზე იაფი

მიმდინარე კვირის მონაცემებით, საწვავის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 0,99 ამერიკულ დოლარს შეადგენს. თუმცა, სუბსიდიებისა და საგადასახადო ბეგარის გამო, საწვავის ფასი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ზოგადი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მდიდარ ქვეყნებს საწვავზე გაცილებით მაღალი ფასი აქვთ დაწესებული, ვიდრე ღარიბ ქვეყნებს. გამონაკლისს, მხოლოდ, აშშ წარმოადგენს.

საწვავზე ყველაზე დაბალი ფასებით ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მოსახლეობაც სარგებლობს, შესაბამისად, ქუვეითში, საუდის არაბეთში, თურქმენეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში ნავთობის ფასი 0,22 დოლარია. საწვავის განსაკუთრებულად მაღალი ფასით ჰონგ-კონგი, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნები გამოირჩევა - აქ საწვავის ფასი 1,45 დოლარიდან იწყება.

საწვავის ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰონგ-კონგშია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 1,85 დოლარს შეადგენს.

საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საწვავის ფასი საშუალოზე დაბალია. აქ ერთი ლიტრი ბენზინის შეძენა საშუალოდ 0,75 დოლარადაა შესაძლებელი.

myquiz