მსოფლიო ბაზარზე, შესაძლოა, ბანანის დეფიციტი გაჩნდეს | Allnews.Ge

მსოფლიო ბაზარზე, შესაძლოა, ბანანის დეფიციტი გაჩნდეს

მსოფლიო ბაზარზე ბანანის გაქრობის საშიშროებაა. "სიენენის" ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება დაავადება, რომელიც ბანანის მოსავალს ანადგურებს. იგი საფრთხეს უქმნის ლათინური ამერიკის რეგიონს, რომელიც მსოფლიოში ბანანის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

დაავადება, რომლის სახელია "პანამის დაავადება" უკვე გავრცელდა ავსტრალიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

მსგავსი დაავადება 1960-იან წლებშიც იყო გავრცელებული და იმ დროს არსებული ბანანის ყველაზე გავრცელებულ სახეობას შეუქმნა საფრთხე, სწორედ მაშინ მწარმოებლემა გამოიყვანეს ახალი ჯიშის ბანანი, რომელიც დაავადების მიმართ რეზისტენტული იყო. ახლა კი მეცნიერები და ფერმერები ფიქრობენ, თუ რომელი ახალი სახეობის ბანანით უნდა ჩანაცვლდეს არსებული, რათა მსოფლიპ ბაზარზე ბანანის დეფიციტი არ წარმოიქმნას.

დაავადების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ბანანზე ფასები ჯერ არ მომატებულა. თუმცა, თუ "პანამის დაავადება" მასშტაბურად გავრცელდება ლათინური ამერიკის რეგიონში, შესაძლოა, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე ფასების მატება უახლოეს მომავალში დაიწყოს.

 

myquiz