23.03.2016 / 14:02
შრიფტის ზომა:

გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძე - უძ­ვე­ლე­სი მეს­ხუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი მეს­ხე­თი­დან

გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძეს მეს­ხუ­რი ვა­ზის უძ­ვე­ლე­სი ჯი­შე­ბის მო­ძი­ე­ბა მა­მამ შეს­თა­ვა­ზა. თავ­და­პირ­ვე­ლად, იდეა რთუ­ლი და უტო­პი­უ­რი ეჩ­ვე­ნა, თუმ­ცა, ამ საქ­მი­ა­ნო­ბით ნელ-ნე­ლა "მო­ი­წამ­ლა". საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ძველ ნა­სახ­ლა­რებ­სა და ნა­სოფ­ლა­რებ­ში, ცი­ხე­ებ­სა თუ ეკ­ლე­სი­ებ­ში მეს­ხუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად სი­ა­რუ­ლი არ­ჩია და დღეს უკ­ვე თა­ვი­სი­ვე მო­ძი­ე­ბუ­ლი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი ჯი­შე­ბი­დან ღვი­ნის თორ­მეტ სა­ხე­ო­ბას აყე­ნებს.

ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ღვი­ნო სა­დე­გუს­ტა­ცი­ოდ, გა­მო­ფე­ნებ­ზე სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში გა­აქვს, სა­დაც მეს­ხუ­რი ბი­ოღ­ვი­ნო უჩ­ვე­უ­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბას იწ­ვევს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი მხა­რი­სა და მეს­ხუ­რი ჯი­შე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის, მიგ­რა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბი­სა და რე­გი­ონ­ში აგ­რო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად, მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან პრო­ექ­ტ­შია ჩაბ­მუ­ლი, რო­მე­ლიც მეს­ხეთ­ში ის­ტო­რი­უ­ლი ღვი­ნის ტე­რა­სე­ბის აღ­დ­გე­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- მეს­ხე­თი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი რა­ტომ­ღაც, ყვე­ლას­გან მი­ვიწყე­ბუ­ლია. ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლი, ჭაჭ­კა­რი, ვარ­ძი­ის უკან მდე­ბა­რე­ობს. ამ სო­ფელ­ში უძ­ვე­ლე­სი ვა­ზე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ერთ-ერ­თი ჩე­მი ვა­ზის ასა­კი 4 სა­უ­კუ­ნეს აღე­მა­ტე­ბა. დღე­საც გვაძ­ლევს ნა­ყოფს და ღვი­ნოს ვა­ყე­ნებ. სო­ფელ­ში 65-მდე ქვის საწ­ნა­ხე­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რაც იმის მა­ნი­შნე­ბე­ლია, რომ ძვე­ლად ად­გილ­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ყურ­ძე­ნი იწუ­რე­ბო­და. და­წუ­რუ­ლი წვე­ნი ტი­კებ­ში ის­ხ­მე­ბო­და და ვარ­ძი­ა­ში შეჰ­ქონ­დათ, იქ კი ღვი­ნოს ქვევ­რებ­ში აყე­ნებ­დ­ნენ. ჭა­ჭა სო­ფელ­ში რჩე­ბო­და, სა­ხელ­წო­დე­ბა "ჭა­ჭის კა­რი", მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - "ჭაჭ­კა­რი" სწო­რედ აქე­დან მო­დის. ვარ­ძია და­ხუ­რუ­ლი კომ­პ­ლექ­სი იყო, რო­მელ­საც სა­ი­დუმ­ლო შე­სას­ვ­ლე­ლი ჭაჭ­კა­რი­დან ჰქონ­და. დიდია ამ სოფ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და მი­სი იერ­სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ცალ­კე ვმუ­შა­ობთ.

- ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ციუ­ლი მე­თო­დი შე­მორ­ჩე­ნი­ლია?
- და­ვიწყე­ბუ­ლია. მი­სი აღ­დ­გე­ნა ახ­ლა იწყე­ბა. შე­მორ­ჩე­ნი­ლია ქვის საწ­ნა­ხე­ლე­ბი, ქვევ­რე­ბი. მე ღვი­ნოს ქვევ­რ­ში სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დით ვა­ყე­ნებ - ჭა­ჭით, ჭა­ჭის გა­რე­შე. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ჭა­ჭის გა­რე­შე აყე­ნებ­დ­ნენ. ის­ტო­რი­უ­ლად, შვი­დი ფე­რის ღვი­ნოს აყე­ნებ­დ­ნენ და შვი­დი­ვე მოთხოვ­ნის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დი­ო­და ექ­ს­პორ­ტ­ზე. რო­ცა მა­მამ პირ­ვე­ლად მითხ­რა, რომ მეს­ხუ­რი ჯი­შე­ბის მო­ძი­ე­ბას აპი­რებ­და, იდეა ზედ­მე­ტად რთუ­ლი და უპერ­ს­პექ­ტი­ვო მეჩ­ვე­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვად მეს­ხუ­რი ჯი­ში არ­სად ჩან­და.

თუნ­დაც მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა, კვლე­ვა-ძი­ე­ბას, შეს­წავ­ლას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად თავ­და­პირ­ვე­ლი უიმე­დო გან­წყო­ბი­სა, ხალ­ხ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ჯი­ში ვნა­ხეთ და ღვი­ნო­ე­ბის და­ყე­ნე­ბა და­ვიწყეთ. ჯი­შე­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­ყო­ლას მე­გობ­რებს ვთხოვ­დი, მაგ­რამ მათ არ ჰქონ­დათ მო­ტი­ვა­ცია, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­არ­სე­ბო წყა­რო სჭირ­დე­ბო­დათ და არა, ერ­თი შე­ხედ­ვით უტო­პი­უ­რი გეგ­მე­ბი. დავ­დი­ო­დი სოფ­ლებ­სა თუ ნა­სოფ­ლა­რებ­ში, ძველ ცი­ხე­ებ­ში, ეკ­ლე­სი­ებ­ში, ტყე­ში - ყველ­გან, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და ვა­ზი ყო­ფი­ლი­ყო ან არც ყო­ფი­ლი­ყო... ფაქ­ტობ­რი­ვად, ამან ფა­ნა­ტიზ­მის სა­ხე მი­ი­ღო. შინ ზოგ­ჯერ ღა­მის 2-3 სა­ათ­ზე ვბრუნ­დე­ბო­დი. რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად მცი­რე იყო, რამ­დე­ნი­მე ჯიშს ერ­თად ვა­ყე­ნებ­დით. რო­ცა ღვი­ნო კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ა­ნებს გა­ვა­სინ­ჯეთ, დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ საქ­მე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საღ­ვი­ნე ჯი­შებ­თან გვქონ­და და მა­თი ჩა­მოს­ხ­მა გვირ­ჩი­ეს.

პირ­ვე­ლად, სა­მი მეს­ხუ­რი ჯი­შის ღვი­ნო 2009 წელს ჩა­მო­ვას­ხით და ბა­ზარ­ზე გა­ვი­ტა­ნეთ. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხალ­ხის რე­აქ­ცია-შე­ფა­სე­ბე­ბის შეტყო­ბა იყო. მა­ლე ღვი­ნის გა­მო­ფე­ნებ­ზე გა­ტა­ნა და­ვიწყე, სა­დაც დღემ­დე სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით დავ­დი­ვარ, რად­გან მო­გე­ბის ეტაპ­ზე ჯერ არ გა­დავ­სულ­ვარ. თუ რა­მეს გავ­ყი­დი, შე­მო­სა­ვალს ისევ ღვი­ნის ახალ ქვე­ყა­ნა­ში გა­სა­ტა­ნად, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ვი­ყე­ნებ. უკ­ვე 12 სა­ხე­ო­ბის მეს­ხუ­რი ღვი­ნო და­ვა­ყე­ნე. ზო­გი - ერ­თი, ზო­გიც - ნა­ხე­ვა­რი ლიტ­რია.

მი­ზა­ნი მხო­ლოდ ამა თუ იმ ჯი­შის სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვის გან­საზღ­ვ­რაა. წარ­მო­ე­ბა იმ­დე­ნად მცი­რეა, შინ პრინ­ტერ­ზე ამო­ბეჭ­დილ ეტი­კეტს ხე­ლით ვაკ­რავთ. ეტი­კე­ტის დი­ზა­ინს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, კონ­კ­რე­ტუ­ლი ქვეყ­ნის­თ­ვის თა­ვად ვქმნი. ყო­ვე­ლი ახა­ლი ჯი­შის აღ­მო­ჩე­ნა, მის­გან ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა და პირ­ვე­ლი გა­სინ­ჯ­ვა ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბას ჰგავს. GზაPრესსჯი­შე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ლე­ვან უჯ­მა­ჯუ­რი­ძე მეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბის მო­ძი­ე­ბა-აღ­დ­გე­ნით დი­დი ხნის წინ და­ინ­ტე­რეს­და და ჯი­ღა­უ­რას კო­ლექ­ცი­ა­ში უკ­ვე 500-ზე მეტ ქარ­თულ ჯიშს, მათ შო­რის, 24 მეს­ხურს მო­უ­ყა­რა თა­ვი. ახალ ჯიშს ვუგ­ზავ­ნი, მეც­ნი­ე­რე­ბი იკ­ვ­ლე­ვენ, ადა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს და თუ დამ­ტ­კიც­და, რომ მეს­ხუ­რია, სა­ხელ­საც ვარ­ქ­მევთ. ჯი­ღა­უ­რა­ში ასო­ბით სხვა­დას­ხ­ვა ჯი­ში მაქვს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თ­ვის გაგ­ზავ­ნი­ლი.

- თქვენს გრან­დი­ო­ზულ პრო­ექ­ტ­ზე - მეს­ხეთ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ტე­რა­სუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის აღ­დ­გე­ნა­სა და რე­გი­ო­ნის­თ­ვის მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე გვი­ამ­ბეთ. რა ეტაპ­ზეა ტე­რა­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა?
- ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რა­სე­ბის აღ­დ­გე­ნას სა­ფუძ­ვე­ლი ჩე­მი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მხარ­ში დგო­მის შე­დე­გად შარ­შან ჩა­ე­ყა­რა. ტე­რა­სე­ბის გა­შე­ნე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბაა. გვექ­ნე­ბა სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვე­თი, სა­ი­და­ნაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ავუჭ­რით კალ­მებს და გა­სა­ხა­რებ­ლად გა­ვა­ტანთ.

გარ­და ამი­სა, ტე­რა­სე­ბი სა­ნა­ხა­ო­ბა იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლი, არა­მედ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვის. მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, გა­ყი­დოს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტი, შეს­თა­ვა­ზოს ტუ­რისტს მეს­ხუ­რი კერ­ძე­ბი, თავ­შე­სა­ფა­რი. აქ­ვე გან­თავ­ს­დე­ბა მეს­ხუ­რი ოდა და მა­რა­ნი, სა­დაც ღვი­ნო ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით, ქვა­ში და­წურ­ვი­თა და ქვევ­რებ­ში და­ყე­ნე­ბით დამ­ზად­დე­ბა. სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვეთ­ში ყვე­ლა მეს­ხურ ჯიშს მო­ვაქ­ცევთ, თუმ­ცა, ზო­გი­ერთს გა­მო­ვარ­ჩევთ და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით ღვი­ნის მა­სობ­რივ წარ­მო­ე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 7 ჯიშ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

- მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი?
- დი­ახ, შარ­შან 80 ად­გი­ლობ­რი­ვი და­ვა­საქ­მეთ. ასათ­ვი­სე­ბე­ლი 23 ჰექ­ტა­რი­დან რვა უკ­ვე აღ­ვად­გი­ნეთ. მეს­ხეთ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­წის პრობ­ლე­მის გა­მო, ოდით­გან­ვე ტე­რა­სუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ტაო-კლარ­ჯეთ­ში, სა­დაც მეს­ხუ­რი ჯი­შე­ბის სა­ნა­ხა­ვად ჩას­ვ­ლა ხში­რად მი­წევს, დღე­საც შე­მორ­ჩე­ნი­ლია უზარ­მა­ზა­რი ტე­რა­სე­ბი. ფერ­დო­ბებ­ზე გან­ლა­გე­ბულ ტე­რა­სებ­ზე არა მხო­ლოდ ვა­ზი, არა­მედ ხე­ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლიც იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. ტე­რი­ტო­რი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ვაზს ეჭი­რა, რომ­ლის­თ­ვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ბაქ­ნე­ბულ სამ­ხ­რე­თის ფერ­დებს არ­ჩევ­დ­ნენ. ამას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და აერა­ცი­ის, ქა­რის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის, კლი­მა­ტის თვალ­საზ­რი­სით.

- ანუ, გარ­და მი­წის ფარ­თო­ბის და­ზოგ­ვი­სა, ტე­რა­სებ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი ბევ­რად უფ­რო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა?
- რა თქმა უნ­და: მზის სით­ბო უკეთ აღ­წევს, დას­ხი­ვე­ბა მე­ტი და თა­ნა­ბა­რია. ჩვენს რე­გი­ონ­ში კლი­მა­ტი საკ­მა­ოდ ცი­ვია, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დი - მე­ტად ხან­მოკ­ლე. ბა­ზალ­ტის ქვე­ბი, რომ­ლი­თაც ტე­რა­სე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი, დიდ­ხანს ინარ­ჩუ­ნებს მზის სით­ბოს და ღა­მეც გა­მოს­ცემს, რაც ხელს უწყობს ყურ­ძ­ნის სწრაფ დამ­წი­ფე­ბას. ტე­რა­სებ­ზე მე­ტე­ო­სად­გურს და­ვა­ყე­ნებთ, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას მზის რა­დი­ა­ცი­ის, გა­მოს­ხი­ვე­ბის, ტე­ნი­ა­ნო­ბის, ნი­ა­ვის სიჩ­ქა­რის, აერა­ცი­ის შე­სა­ხებ აგ­რო­ვებს და გარ­კ­ვე­ულ მი­ნიშ­ნე­ბებს გვაწ­ვ­დის - რო­დი­საა ვე­ნა­ხი შე­სა­წამ­ლი, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. თუ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ზამ­თარ­ში დი­დი ყინ­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მის შე­ფუთ­ვა­ზე ვიზ­რუ­ნებთ.

ვი­ცით, რომ ყინ­ვის­გან და­სა­ცა­ვად მეს­ხეთ­ში ვე­ნახს გა­და­აწ­ვენ­დ­ნენ და გა­ზაფხუ­ლამ­დე მი­წა­ში მარ­ხავ­დ­ნენ, მაგ­რამ რო­ცა საქ­მე 30 ათას ნერგს ეხე­ბა, ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მეს­ხეთ­ში ვაზს არა­სო­დეს წამ­ლავ­დ­ნენ. მშრა­ლი კლი­მა­ტის გა­მო ვა­ზი ნაკ­ლე­ბად ავად­დე­ბა და ამის გა­მო შე­წამ­ვ­ლას თით­ქ­მის არ სა­ჭი­რო­ებ­და. თუ იწამ­ლე­ბო­და, მხო­ლოდ ბა­ლა­ხე­ბის ექ­ს­ტ­რაქ­ტით, ნა­ტუ­რა­ლუ­რი მე­თო­დით. ვგეგ­მავთ ამ მე­თო­დის აღ­დ­გე­ნა­საც, მის შე­სა­ხებ სო­ფელ-სო­ფელ ვე­ძებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. შინ მო­ვაწყ­ვე მცი­რე ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც უკ­ვე 150-მდე ცდა მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის არ­ყის გა­მოხ­და­ში. არაყს სხვა­დას­ხ­ვა მცე­ნა­რი­სა და ხი­ლის­გან ვხდი, ახალ მე­თო­დებს ვა­მუ­შა­ვებ.

- გა­ნათ­ლე­ბით თუ უკავ­შირ­დე­ბით მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას?
- ბიზ­ნე­სის მარ­თ­ვა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ვამ­თავ­რე. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წას­ვ­ლას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, ამ საქ­მეს გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი არ ჰყავ­და. გარ­და ამი­სა, ჩე­მი ფიქ­რე­ბიც მხო­ლოდ ღვი­ნის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, დარ­ჩე­ნა და საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტე.

- მეს­ხუ­რი სოფ­ლე­ბის­თ­ვის ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას მიგ­რა­ცია წარ­მო­ად­გენს. რა არის ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი?
- მკაცრ ბუ­ნე­ბას­თან ერ­თად, არ არის გზა, სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­სავ­ლის აღე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა. მინ­და და­ვა­არ­სო მეს­ხე­თის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცესს შე­უწყობს ხელს. ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ე.წ. რა­ბათ­ში მა­ღა­ზია გვაქვს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ჩე­ნას ვცდი­ლობთ. გვაქვს მეს­ხუ­რი ღვი­ნო, მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ვი­ბა­რებთ თუ­თი­სა და ჭან­ჭუ­რის ჩურ­ჩხე­ლას, ტყლაპს, ბაქ­მას.

წარ­მო­ჩე­ნი­ლი გვაქვს ოჯახ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ჭან­ჭუ­რის, თუ­თი­სა და შინ­დის არა­ყი. ხში­რად ვაწყობთ გა­მო­ფე­ნას, უფა­სო დე­გუს­ტა­ცი­ას. დღეს უკ­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მთხოვს მეს­ხუ­რი ვა­ზის ნერ­გებს. მათ და­ი­ნა­ხეს, რომ მეს­ხუ­რი ვა­ზი ცოცხა­ლია, მეს­ხუ­რი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა კი - შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- მეს­ხურ ღვი­ნოს უკ­ვე რო­მელ ქვეყ­ნებ­ში იც­ნო­ბენ?
- პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ექ­ს­პორტს და გა­ყიდ­ვებს იაპო­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და იტა­ლი­ა­ში ვა­წარ­მო­ებ.


შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

"გზაპრესი"