საქართველოს სამეურნეო პოტენციალი: რომელი კუთხე რა პროდუქციით არის მდიდარი | Allnews.Ge

საქართველოს სამეურნეო პოტენციალი: რომელი კუთხე რა პროდუქციით არის მდიდარი

საქართველოში წარმოებული პროდუქტების სია საკმაოდ მრავალფეროვანია. აღსანიშნავია, რომ ყველა რეგიონისთვის კონკრეტული პროდუქტის წარმოებაა დამახასიათებელი, რაც რეგიონის ნიადაგურ-კლიმატური პირობებითაა განპირობებული. Allnews.ge შეეცადა გაერკვია, რომელი პროდუქტები იწარმოება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში და როგორია მათი საინვესტიციო შესაძლებლობები. ჩვენ კვლევისთვის გამოვიყენეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია თავმოყრილი.

ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შიდა ქართლი ვაშლის და ბლის წარმოებით გამოირჩევა, ქვემო ქართლში საკმაოდ დიდი რაოდენობის ხახვი, პომიდორი და კიტრი იწარმოება. კახეთი ატმის წარმოებით გამოირჩევა. (აქვე უნდა აღინიშნოს კახეთის ლიდერობა ყურძნის წარმოების თვალსაზრისით, რადგან კახეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი მევენახეობის მხარე იყო საქართველოში. ავტ.) იმერეთი მწვანილის, ასევე რძის პროდუქტების წარმოებით ლიდერობს. ასევე დიდი რაოდენობით მწვანილი იწარმოება სამეგრელოში. სამეგრელოს რეგიონი ჩაისა და თხილის წარმოებით, გურია ასევე თხილის წარმოებით გამოირჩევა. აჭარაში დიდი რაოდენობით მანდარინი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით სტაფილო იწარმოება.

რეგიონების მიხედვით, პროდუქტების წარმოების პროცენტული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

1. ქვემო ქართლი: ქვემო ქართლში ვაშლის წარმოებაზე მთლიანი წარმოების 4% მოდის, ბლის შემთხვევაში, მთლიანი წარმოების 7% იწარმოება ქვემო ქართლში. მთლიანი წარმოების 40% მოდის ქვემო ქართლზე კიტრის შემთხვევაში. პომიდვრის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 65%-ია. როგორც აღინიშნა, ქვემო ქართლი ხახვის წარმოებით ლიდერობს. ამ რეგიონზე ხახვის წარმოების 70% მოდის. სტაფილო - 20% კარტოფილი - 31%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 17% , ფრინველის ხორცი - 19%, რძის პროდუქტები - 17%, ხორბალი - 13%.

2. შიდა ქართლი: ვაშლი - 64%, ბალი - 57%, ატამი - 21%, პომიდორი - 25%, ხახვი - 15%, ხორბალი - 6%, მტკნარი წყლის თევზი.

3. კახეთი : ბალი - 7%, ატამი - 70%, კიტრი - 40%, პომიდორი - 4%, ხახვი - 10%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 15%, ღორის ხორცი - 21%, ფრინველის ხორცი - 13%, თაფლი - 15%, მტკნარი წლის თევზი.

4. იმერეთი: თხილი - 14%, ვაშლი - 6%, ბალი - 9%, მანდარინი - 1%, ატამი - 2%, კიტრი - 10%, პომიდორი - 4%, მწვანილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 18%, ღორის ხორცი - 20%, ფრინველის ხორცი - 19%, მტკნარი წყლის თევზი, რძის პროდუქტები - 21%, ხურმა.

5. სამეგრელო: თხილი - 52%, ვაშლი - 9%, მანდარინი - 5%, ატამი - 2%, ხურმა, მწვანილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი - 15%, ღორის ხორცი - 23%, ფრინველის ხორცი - 21%, რძის პროდუქტები - 15%, თაფლი - 33%, ჩაი - 55%.

6. გურია: თხილი - 23%, მანდარინი - 17%, ხურმა, ჩაი - 12%.

7. აჭარა: მანდარინი - 77%, ხურმა, კარტოფილი - 4%, მტკნარი წყლის თევზი, თაფლი - 15%, ჩაი - 33%.

8. სამცხე-ჯავახეთი: სტაფილო - 70%, კარტოფილი - 55%, მტკნარი წყლის თევზი.

თამარ კორკოტაშვილი

myquiz