05.02.2016 / 13:35
შრიფტის ზომა:

"ბლუმბერგმა" 2016 წლის ყველაზე ღარიბი ეკონომიკის ქვეყნების სია გამოაქვეყნა


"ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის ყველაზე ღარიბი ეკონომიკის ქვეყნების რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ეკონომიკის ქვეყნად ზედიზედ მეორე წელია ვენესუელა რჩება.

რეიტინგი Misery Index-ს ეყრდნობა, რომელიც მსოფლიოს 63 ქვეყანაში არსებულ უმუშევრობისა და ინფლაციის მონაცემების საფუძველზეა შედგენილი.

"მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნამ განსაკუთრებული დარტყმა იქონია ვენესუელაზე, სადაც ექპორტის 95% სწორედ ნავთობზე მოდის. მოსალოდნელია, რომ ვენესუელაში სამომხმარებლო საქონელზე ფასები 152%-ით გაიზრდება, უმუშევარობა კი 7,7%-ით", - აღნიშნავს "ბლუმბერგი".


ყველაზე ღარიბი ეკონომიკის ქვეყნების პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი და უკრაინა.

"ბლუმბერგის" ექსპერტთა განცხადებით, ეკონომიკის მდგრადობის მხრივ კარგი ვითარება აქვთ აშშ-ს, მალაიზიას, დიდ ბრიტანეთს, ჰონგკონგს, დანიას, ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ტაივანსა და იაპონიას. ყველაზე "ბედნიერი" ეკონომიკის ქვეყნებად კი, სადაც სიღარიბის მცირე ინდექსია, შვეიცარია, სინგაპური და ტაილანდი დასახელდა.

სააგენტოს ეკონომისტები ასევე აღნიშნავენ, რომ გაუმჯობესების ნიშნები შეინიშნება რუსეთის, რუმინეთისა და ირლანდიის ეკონომიკებში.